მშობელთა სკოლა

 

 

იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყანას ჯანმრთელი და განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია ორსულმა და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ „ჯადოსნური“ ცხრა თვის შესახებ.

ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლა - ადგილი, სადაც მოუხარიათ მომავალ დედებს და არა მხოლოდ მათ! მშობელთა სკოლაში სიამოვნებით გვსტუმრობენ მომავალი მამებიც.

სპეციალური სემინარები და ორსულთა ფიზიკური ვარჯიშები, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად მოგამზადებთ მშობიარობისთვის რათა ეს პროცესი თქვენთვის საგრძნობლად იოლი გახდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

მშობელთა სკოლა მოგამზადებთ

თქვენს პატარასთან შესახვედრად

 

 

 

 

 

 

 

 

ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლა“. საინტერესოდ დაგეგმილ სემინარებზე თქვენ შეიტყობთ:

 

  • თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში
  • როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით
  • როგორია ორსულის კვების პრინციპები,წონის მატების ნორმები
  • ორსულის მოვლა და ჰიგიენა
  • ფიზიკური აქტივობა
  • მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება
  • ორსულობისათვის დამახასიათებელი დისკომფორტები და მათი თავიდან აცილების მეთოდები
  • მშობიარობის შემდგომი მოვლა

 

 

 

 

 

 

მშობიარობას გაგიადვილებთ
ორსულთა სპეციალური ვარჯიშები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ როგორ მოუარონ პატარას. ჩვენი კლინიკის მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. მშობელთა სკოლაში მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ჰიგიენური დამუშავების წესებს, ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს.გარდა ამისა, მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი“, დედისა და ახალშობილის  კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე,  იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მომავალი მშობლები მშობელთა სკოლაში ეცნობიან  იმ  საშიშ ნიშნებს,  რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის მოვლისა და ზრდა-განვითარების პროცესში.

 

სემინარებზე განვიხილავთ:  

 

  • ახალშობილის მოვლას და ჰიგიენის საკითხებს;
  • ახალშობილის კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • ვისაუბრებთ ძუძუთი კვების უპირატესობებზე,წარმატებული ძუძუთი კვების პრინციპებზე.
  • ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას და მოგამზადებთ თქვენს პატარასთან შესახვედრად. 

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვდით მომზადებული
მშობიარობას

 

 

 

 

 

 

 

 

თითოეული სემინარი გამდიდრებულია  თემატური ვიდეომასალის ჩვენებით

მნიშვნელოვანია ორსულისა და მისი მეუღლის ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობის  პროცესისადმი. მომავალი მშობლები მშობიარობას უნდა ელოდებოდნენ არა შიშით, არამედ მომავალი სიხარულის მოლოდინით. მშობელთა სკოლა დაგეხმარებათ, მომზადებული შეხვდეთ ამ საპასუხისმგემლო მომენტს. 

 

როგორც ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგები აღნიშნავენ, მშობიარეებს, რომელთაც „მშობელთა სკოლაში“ აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ სამპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები. შესაბამისად, ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს საგრძნობლად მცირდება. 

 

მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით შეისწავლით   მშობიარობის მართვას (ტკივილდაყუჩება, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება). ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლაში“ ფუნქციონირებს ჯგუფები, სადაც სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშების შესრულება.

 

ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს ორსულობის პერიოდში და შეგიმსუბუქდებათ მშობიარობის პროცესი, ამასთანავე უფრო მალე დაიბრუნებთ სხეულისთვის საწყის წონას მშობიარობის შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

შეხვდით მომზადებული
თქვენს პატარას