სიცოცხლე იწყება აქ!
სიცოცხლე იწყება აქ!
გარანტირებული უსაფრთხოება,საკეისრო კვეთა ჩაჩავას კლინიკაში
ორსულობა და მშობიარობა არის ფიზიოლოგიური მოვლენა, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მშობაირობის ბუნებრივი გზით დასრულება,დედისა და ნაყოფის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა. კერძოდ, საჭირო ხდება საკეისრო კვეთა.
ჩაჩავას კლინიკა მომზადებულია მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი განახლებული საოპერაციო ბლოკებით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტს გაეწიოს ადექვატური დახმარება ნებისმიერი გართულების შემთხვევაში.
საოპერაციო ბლოკები უზრუნველყოფილია ულტრათანამედროვე, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით;
საოპერაციო ბლოკში კედლები და იატაკი დაფარულია ვინილის ბაქტერიციდული საფარით;
უახლესი სავენტილაციო სისტემის საშუალებით წუთში ოცჯერ ხდება ჰაერცვლა, რითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იფექციური გართულებების რისკი;
ამას თან ერთვის განსაკუთრებული გარემო, რაც უზრუნველყოფს მშობიარის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას;
ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი პატარას უსაფრთხოებაზე.