კანის და რბილი ქსოვ.წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ადამიანს კანზე და რბილ ქსოვილებში უჩნდება წარმონაქმნები, რაც საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა, სამედიცინო ენაზე - Neoplasm. მათი დაყოფა შეიძლება სახეობების მიხედვით: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროებით) და ავთვისებიანი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ ონკოლოგ, ლევან ჩოლოყაშვილთან http://bit.ly/1PfF5jS
დიაგნოსტიკის უახლესი
მეთოდები
ჩვენთან კლინიკაში ხდება დიფერენციალური დიაგნოსტირება კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპით, ასპირაციული და საჭიროების შემთხვევაში ტრეპან ბიოფსიით. ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი, სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის, ვინაიდან ონკოლოგიის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე ავთვისებიანი სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, რათა არ განმეორდეს სიმსივნური ზრდა.
კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში, წარმონაქმნების მოსაცილებლად გარდა ქირურგიული გზით ამოკვეთისა, ჩვენ ვიყენებთ: ამერიკულ Bovie-ს ფირმის თანამედროვე თერმოქაუტერს, ბრიტანულ Spilby-ს CO2 კრიოდესტრუქტორს, Brymill-ის აზოტის კრიოდესტრუქტორს, Ethicon-ის რადიოსიხშირულ კოაგულატორს, ცირკულარულ სკალპელ-პოინტერს და ქიმიურ რეაგენტებს.მეთოდების ასეთი ფართო სპექტრი გვჭირდება შემდეგი მახასიათებლების გასათვალისწინებლად:
- თუ სად მდებარეობს წარმონაქმნი, მაგალითად სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილში, სადაც შედარებით უხეში კანია;
- როგორი ტიპის ზრდა აქვს, კანქვეშა(ეგზოგენური), კანის ზედაპირზე, თუ გრძელ ფეხზე(ენდოგენური);
- თავად წარმონაქმნი როგორი უჯრედული შენებისაა.ამოღებული წარმონაქმნი იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ და საჭიროების შემთხვევაში იმმუნოჰისტოქიმიურ კვლევებზე
ჩვენთან დროული მომართვა, დიაგნოსტირება და ოპტიმალური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სიმსივნის ზრდას, მის შესაძლო მეტასტაზირებას, რაც შემდგომ მკურნალობას ართულებს და საჭიროებს ისეთი მეთოდების ჩართვას როგორებიცაა: ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია.