ოტოპლასტიკა

ოტოპლასტიკა პლასტიკური ქირურგიის ნაწილია, რომელიც ყურის ფორმის შეცვლასა და მის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ყურის ნიჟარის ზომების, ბიბილოს ფორმისა და ზომის შეცვლა. ოტოპლასტიკა ტარდება როგორც ესთეტიკური, ისე რეკონსტრუქციული მიზნით. პირველ შემთხვევაში იცვლება ყურის გარეგნობა, მეორის დროს კი აღდგება ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებული ნიჟარა.


როდის ტარდება ოტოპლასტიკა?

ოტოპლასტიკა ყურის ხრტილოვან და რბილ ქსოვილებზე განხორციელებული მანიპულაციაა, რომელსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები. ოპერაცია მიზანშეწონილია მაშინ, როცა ადამიანს აქვს:

 

  • არასწორი ფორმის ყურის ნიჟარები;
  • ასიმეტრიული ყურები;
  • საკმაოდ დიდი ზომის ყურის ნიჟარები და ბიბილოები;
  • გადმოწეული ნიჟარები;
     

 

 

 

 

 


გაიარეთ პირველადი
უფასო კონსულტაცია 555 51 08 65

 

 

 

 

 

 

ასევე მაშინ, როცა:

  • ყურის
  • ნიჟარას არ აქვს ნაკეცები;
  • ყურსა და კეფას შორის კუთხე ზომაზე მეტად არის გადიდებული;
     

დაბოლოს, ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ან სრული უქონლობის დროს. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, უნდა ითქვას, რომ ოტოპლასტიკა სმენაზე გავლენას არ ახდენს.