მამოპლასტიკა

მამოპლასტიკის მიზანია, სილიკონის იმპლანტების მეშვეობით მკერდის ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, ასიმეტრიის კორექცია, აწევა. 

მკერდის გადიდება, აწევა, იმპლანტაციით - ეს გახლავთ დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. ოპერაციამდე შესაძლებელია შედეგის ზუსტი განსაზღვრა, რაც დიდი კომფორტია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის. იმპლანტის მწარმოებელი კომპანიები გვაძლევენ სამუდამო გარანტიას ხარისხზე. ზოგადად, იმპლანტი აბსოლუტურად შეთავსებადია ორგანიზმთან და უძლებს 800-900 კილოგრამ დატვირთვას. თუ ოპერაციას აკეთებს გამოცდილი ქირურგი, პრაქტიკულად არ არსებობს პოსტოპერაციული გართულებების რისკი. 

 

 

 

 

 

გაიარეთ პირველადი
უფასო კონსულტაცია 555 51 08 65

 

 

 


 

რეაბილიტაციის პერიოდი

  • პირველი 3 დღის შემდეგ, როდესაც პაციენტი თავის მკერდს უყურებს, ხედავს რეალურ შედეგს და ნებისმიერი სახის ტკივილი ავიწყდება. როგორც წესი, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
  • სამუშაოზე გასვლა შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ. ნაკერებს ვხსნით 10-12 დღეში, ზოგჯერ შესაძლებელია დვრილ-არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
  • მანქანის ტარება შეიძლება 1-2 თვის შემდეგ.
  • სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ქალბატონებს ეძლევათ ოპერაციიდან 2-3 თვის შემდეგ.
  • ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.
  • მზის პირდაპირი სხივები და სოლარიუმი იკრძალება ოპერაციიდან 3 თვის განმავლობაში, 3 თვის შემდეგ კი ჩვეულებრივ შეგიძლიათ მიიღოთ რუჯი.