სს ჩაჩავას კლინიკის შინაგანაწესი

თბილისი, 2015

 

საქართველოს კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” (1997 წლის 10 დეკემბერი); საქართველოს კანონის “საექიმო საქმიანობის შესახებ” (2001 წლის 8 ივნისი), საქართველოს კანონის “პაციენტის უფლებების შესახებ” (2000 წლის 5 მაისი) საქართველოს შრომის კოდექსის კარი II, თავი III, მუხლი 13 – “შრომის შინაგანაწესი”- ის საფუძველზე შედგენილია


სამუშაო კვირის ხანგრძლივობა – 5 სამუშაო დღე

სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო

ადმინისტრაცია 09:30 – 17:30

სტაციონარული სექტორი – უწყვეტი რეჟიმით - 24 საათი, კვირაში 7 დღე ამბულატორული სექტორი

საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრი 09:00 – 17:30 (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-

16:00 (შაბათი)

შენიშნვა: კლინიკის სამუშაოს თავისებურებები და სპეციფიკა მოითხოვს, რომ დასაქმებული სამსახურში გამოცხადდეს სულ მცირე 15-20 წუთით ადრე, რათა ტანისამოსი გამოიცვალოს, უნიფორმა ჩაიცვას, დაიბანოს ხელები და მოწესრიგებული გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე. სამუშაო დროში არ ითვლება მოწესრიგებისთვის აუცილებელი დრო ე.წ. „Start Up“, ასევე შესვენების და დასვენების დრო.

დილის კონფერენცია. კლინიკაში ტარდება დილის კონფერენცია: სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 09:30-10:00 (სამკურნალო საკითხების განხილვა); ოთხშაბათს 09:30-10:00 საორგანიზაციო საკითხების განხილვა. თანამშრომელთა დასწრება სავალდებულოა!

 

სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა:

მორიგე ბრიგადის სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით დაშვებულია მორიგეობის 24 საათიანი და 18 საათიანი გრაფიკი ექიმებისთვის, 24 საათიანი განრიგი მედდებისთვის და უმცროსი მედდებისთვის. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მორიგეობის ინდივიდუალური განრიგის შემუშავება ცალკეული სამსახურის მიხედვით.

დასვენების/შესვენების ხანგრძლივობა

სამუშაო დღეებს შორის (მორიგეობათა შორის) დასვენების ხანგრძლივობა

განისაზღვრება 48-72 საათით (მორიგეობა ყოველ მე-3 დღეს, ან მორიგეობა ყოველ მე- 4 დღეს)

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე დაწესებულების მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით მოკლე შესვენება დაწესებულია 18-24 საათიანი მორიგეობის განრიგის შემთხვევაში 2 ჯერ; არაუმეტეს 15-20 წუთისა. შესვენება დაიშვება დასაქმებულთა მონაცვლეობით, სამუშაო საგუშაგოზე (პოსტზე) მინიმუმ 1 დასაქმებულის მუდმივად ყოფნის პირობით. დაუშვებელია შესვენების მოტივით ან თამბაქოს მოწევის გამო პაციენტის ან სამუშაო ადგილის მიტოვება!

შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი

ხელფასის გაცემა ხდება ყოველი თვის 18-25 რიცხვისთვის, თანამშრომელთა საბანკო ბარათზე ჩარიცხვის წესით (რამდენიმე დღით ადრე ან დაგვიანებით ჩარიცხვა

 

დაშვებულია); თუ დაქირავებულის ხელშეკრულება ითვალისწინებს ნაღდ ანგარიშსწორებას შესაძლებელია ხელფასის ხელზე გაცემა შესაბამისი წესების დაცვით (კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი, I სართული, უფროსი მოლარე- ოპერატორი)

 

ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

ანაზღაურებადი შვებულებაა 24 სამუშაო დღე. დაქირავებულს შეუძლია შვებულებით ისარგებლოს წელიწადში ერთხელ, სრულად, ან გაყოს და რამდენჯერმე გამოიყენოს შვებულების დღეები საკუთარი შეხედულების მიხედვით. ახალ თანამშრომელს შვებულებით სარგებლობის უფლება ეძლევა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ.

 

ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი დაქირავებულს უფლება აქვს ისარგებლოს უხელფასო შვებულებით პატივსადები მიზეზის არსებობის შემთხვევაში. ასეთი პატივსადები მიზეზია: ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, სწავლა, ბავშვის მოვლა, მოხუცის მოვლა, საცხოვრებლის შეცვლა/ახალ ბინაში გადასვლა, დაქორწინება/გათხოვება და სხვ. ანაზღაურების გარეშე შვებულების ასაღებად დაქირავებულმა განცხადებით უნდა მიმართოს კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც აღინიშნავს უხელფასო შვებულების

აღების მიზეზს და ხანგრძლივობას. განცხადებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განიხილავს ადმინისტრაცია და მიიღებს გადაწყვეტილებას თხოვნის

დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების და შვებულების ხანგრძლივობის შესახებ.

 

შრომის პირობების დაცვის წესები

შრომის პირობების დაცვაში იგულისხმება ინფრასტრუქტურული, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ინსტრუქციული ხასიათის ნორმატიული

დოკუმენტებით დასაქმებულთა უზრუნველყოფის ღონისიძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნისთვის.

ჩაჩავას კლინიკა ზრუნავს მასთან დასაქმებული პერსონალისათვის საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნაზე, ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკურ მოწყობასა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნაზე, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს, კერძოდ კლინიკა უზრუნველყოფს:

  • დაქირავებულთათვის ნორმალური შრომის პირობების შექმნას.
  • დაქირავებულთათვის იმ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, რომელიც აუცილებელია მათი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.
  • ახალი ტექნიკისა და აპარატურის შეძენისას სათანადო სწავლების ჩატარებას.
  • პერსონალის მომარაგებას ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით (ნიღაბი,ხელთათმანი, თავსაბურავი, სადენზიფექციო საშუალებები, ვაქცინაცია და სხვ)
  • საჭიროების შემთხევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების გატარებას.
  • პერსონალი ვალდებულია დაიცვას კლინიკის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული აპარატ-აღჭურვილობით სარგებლობის

წესები.

 

  • დასაქმებულები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მათთვის მიცემული ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, შეასრულონ შრომის პიროებების დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენენ სამუშაოთა შესრულებისა და კლინიკაში ქცევის წესებს.
  • შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის პერსონალს ეკისრება

კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური, ადმინისტრაციული, მატერიალური, ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 

წახალისების ღონისძიებები, წახალისების სახე და გამოყენების წესი

1. სამუშაო პროცესში გამოვლენილი წარმატებისათვის თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი წახალისების ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემია

გ) ფასიანი საჩუქრით დასაჩუქრება და სხვ.

2. წახალისების ღონისძიებას თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან უმისოდ, განსაზღვრავს და ბრძანებით ადგენს გენერალური დირექტორი.

3.  წახალისების   ღონისძიების   გამოყენების     ყოველი   შემთხვევა   აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში.

4. წახალისების ა) ბ) გ) ფორმების გარდა თანამშრომელთა შრომის მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მეთოდები: დაწინაურება, მადლობის გამოცხადება და ხელფასის მომატება, კლინიკის სახსრებით დასვენება კურორტზე, დაქირავებულის ან მისი ოჯახის წევრის სწავლის ღირებულების ანაზღაურება კლინიკის სახსრებით და სხვა თანამშრომელთათვის

კორპორატიული საზეიმო ღონისძიებების, ექსკურსიების მოწყობა და სხვ. დისციპლინური ღონისძიებები, პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი 1.თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგ დისციპლინური ღონისძიებები:

ა) გაფრთხილება/შენიშვნა; ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) ფულადი სანქცია, დაჯარიმება, ზარალის ანაზღაურების დაკისრება ე) ჩამოქვეითება, გადყენება;

ვ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (სამსახურიდან დათხოვნა).

2. დისციპლინურ ღონისძიებას თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან უმისოდ, განსაზღვრავს და ბრძანებით ადგენს გენერალური დირექტორი.

3.დისციპლინური  ღონისძიების   გამოყენების    ყოველი   შემთხვევა  აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში.

განცხადების/საჩივრის და თანამშრომლებს შორის დავის გადაწყვეტის წესი 1.თანამშრომლებს                            შორის      წარმოშობილი        დავა      უნდა      გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების      გზით.   თუ    მოლაპარაკება      შეუძლებელია,   მაშინ თანამშრომელმა საჩივრით უნდა მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც განიხილავს ამ შემთხვევას.

 

2. იმ თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავას, რომლებსაც არ ჰყავთ უშუალო ხელმძღვანელი განიხილავს კლინიკის გენერალური დირექტორი.

3. თუ ხელმძღვანელმა ვერ გადაწყვიტა თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა ან თუ ხელმძღვანელი თვლის, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია, ან საჩივარი ეხება თვითონ ხელმძღვანელს, მაშინ თანამშრომელი მიმართავს პირდაპირ გენერალურ დირექტორს.

4. თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავაზე (მათ შორის ხელმძღვანელებს შორის) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი.

5. საჩივარი შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი.

 

ეთიკური ნორმები და სპეციალური წესები

 

ამონარიდი საქართველოს კანონიდან საექიმო საქმიანობის შესახებ2001 წლის 8

ივნისი.

მუხლი 65. აკრძალვები აკრძალულია:

ა) კოლეგის საექიმო საქმიანობის არაობიექტური კრიტიკა, მისი პიროვნული თვისებების დამამცირებელი გამონათქვამები;

ბ) კოლეგისათვის საექიმო საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი გაძევების მცდელობა ან კონკურენციის გამო გაძევება;

 

ამონარიდი “სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსიდან”

1949 წლის ოქტომბერი, ლონდონი, ინგლისი,

 

ექიმების მოვალეობები ერთმანეთის წინაშე:

ექიმი ისე უნდა მოექცეს თავის კოლეგებს, როგორც იგი ისურვებდა, რომ მას მოქცეოდნენ;

 

ამონარიდი “საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსიდან”

2003 წლის 6 მაისი

1. ექიმი უფრთხილდება თავისი პროფესიის პრესტიჟს, ისევე როგორც ექიმსა და პაციენტს შორის დამკვიდრებულ ნდობას. იგი ისე წარმართავს საექიმო საქმიანობას, რომ ჩრდილი არ მიაყენოს თავის პროფესიას. ...მიუღებელია სხვა ექიმის საექიმო შეცდომაზე საჯაროდ (სახალხოდ) მსჯელობა, თუ ამას კანონმდებლობა არ მოითხოვს.

ჩაჩავას კლინიკას მომართავს სხვადასხვა ეროვნობის, რელიგიური აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულების, სოციალური წარმომავლობის, კულტურისა და ტრადიციის ადამიანი. კლინიკაში ასევე შესაძლებელია დასაქმდეს სხვადასხვა ცხოვრების წესისა და ეთნიკური წარმომავლობის პროფესიონალი. სწრაფად ცვალებად გარემოში კლინიკის წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე პროფესიული მოვალეობების აღსრულებისას დისკრიმინაციის ნებიმიერი ფორმის თავიდან აცილების მიზნით კლინიკის თითოეული თანამშრომელი აღიარებს და იცავს

კაცობრიობის არსებობის მანძილზე ჩამოყალიბებულ ადამიანთა შორის ურთიერთობის

ფუძემდებლურ პრინციპებსა და “ოქროს წესებს”

 

1. კონფუცი (დაახლ. ქრისტეს შობამდე 551-489): ,,რასაც არ უსურვებ საკუთარ თავს, ნუ გაუკეთებ მას სხვას” (მსჯელობები 15,23).

2. რაბი ჰილელი (ქრისტეს შობამდე 60 . _ ქრისტეს შობიდან 10 .) ,,ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ გაგიკეთონ შენ (შაბათი 31).

3. იესო ნაზარეველი: ,,როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მათე 7,12; ლუკა. 6,31).

4. ისლამი: ,,არ არის მორწმუნე ის, ვინც თავის ძმას არ უსურვებს იმას, რასაც საკუთარ თავს” (40 ჰადითი, ან-ნავავი 13).

5. იანიზმი: “ადამიანი მიწიერი საგნებისა თუ ყოველი სულიერის მიმართ უნდა იქცეოდეს იმდაგვარად, რაგვარადაც საკუთარ თავს მოექცეოდა (სუტრაკიტანგრა I.11.33).

6. ბუდიზმი: “მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო და სასიხარულოა ჩემთვის, ასეთივე უნდა იყოს სხვისთვისაც; და თუ მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო და სასიხარულო არ არის ჩემთვის, როგორ შეიძლება ვუსურვო ის სხვას?” (სიმიუტა ნიკაია V, 353.35-354.2).

7. ინდუიზმი:,,არ უნდა მოვექცეთ სხვას იმ ფორმით, რაც არ გვესიამოვნებოდა ჩვენ ასე რომ მოგვქცეოდნენ. ეს არის მორალის არსი” (მაჰაბჰარატა XIII.114.8).

ჩაჩავას კლინიკის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი

 

ჩაჩავას კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კლინიკის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ

- მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს დადებით დამოკიდებულებებს თანამშრომელთა შორის.

- იყოს გუნდის ნამდვილი წევრი და დაივიწყოს ფრაზა “ეს ჩემი საქმე არ არის...” “ეს მე არ მეხება...”

- ითანამშრომლოს გუნდის სხვა წევრებთან იმისათვის, რომ დაეხმაროს პაციენტს.

- იყოს აქტიური და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პროფესიული უნარი.

- შეუწყოს ხელი საკუთარი და კოლეგების პროფესიულ ზრდას

- გაითავისოს და გააცნობიეროს კონსტრუქციული კრიტიკის მნიშვნელობა. მიიღოს ობიექტური კრიტიკა.

- ხელი შეუწყოს ინტერპერსონალურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა განყოფილების პერსონალს შორის თანამშრომლობას.

- გონივრულად მიუდგეს და ჩაწვდეს მოსალოდნელ სიახლეებსა და ცვლილებებს. გაგებით მოეკიდოს სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებულ დროებით დისკომფორტს.

- პატივისცემით მოისმინოს სამუშაო პროცესში წამოჭრილი განსხვავებული მოსაზრებები და ოპონენტს პასუხი გასცეს ყველა ცივილური საშუალების გამოყენებით, კორექტულად, ტაქტიანად და სარწმუნო არგუმენტების მოშველიებით.

- არ დაუშვას უსაგნო და უსაფუძვლო დავა, სხვისი მოსაზრების საწინააღმდეგო, განსხვავებული აზრის არსებობისას საკითხის გასარკვევად პოლემიკა არ გამართოს დერეფანში, კიბის უჯრედში, ჰოლში, მოსაცდელში და სხვ. სადავო საკითხების გნსახილველად გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამისთვის გათვალისწინებული არეალი:

საკონფერენციო დარბაზი, საორდინატორო, ხელმძღვანელის კაბინეტი ან სხვა შესაფერისი გარემო.

- პატივისცემით და ზრდილობიანად მოექცეს პაციენტებს, მათ ახლობლებსა და კოლეგებს

- პაციენტებთან და მათ ახლობლებთან პირველი შეხვედრისას გაეცნოს, წარუდგინოს საკუთარი თავი, უთხრას თავისი თანამდებობა და სტატუსი.

 

- დაუთმოს დრო პაციენტს და მის ახლობლებს, მისცეს ახსნა-განმარტებები მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ და მადლობა გადაუხადოს ჩვენი კლინიკის არჩევისთვის. გამოიყენოს ფრაზა “გმადლობთ, ნდობისთვის”

- პაციენტებთან, მათ ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას მიჰყვეს

პიროვნებათაშორის და ინტერპერსონალური ურთიერთობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს: საუბრის დაწყებამდე დაიცვას საჭირო დისტანცია, დაამყაროს “თვალით- თვალთან” კონტაქტი, გაუღიმოს და უთხრას “გამარჯობა”. თითოეულ თანამშრომელს მუდმივად უნდა ახსოვდეს პირველი შეხვედრის დროს პოზიტიური შთაბეჭდილების

მოხდენის მნიშვნელობა. “პირველი შთაბეჭდილების” მოხდენის მეორე შანსი აღარ არსებობს!

- დაიცვას “ლიფტის” პრინციპი: შესვლის და გასვლის დროს გზა დაუთმოს პაციენტს და მის ახლობლებს.

- კლინიკაში გაუგებრობაში ჩავარდნილი ან გზააბნეული სტუმრები უყურადღებოდ არ დატოვოს, დაეხმაროს გზის გაგნებაში და თუ საჭირო იქნება მიაცილოს დანიშნულების ადგილამდე.

- ჩაწვდეს პაციენტებისა და მათი ახლობლების სურვილებს, ყოველთვის გულწრფელად შეეცადოს მათ დახმარებას.

- უპირობოდ აღიაროს პაციენტის, მათი ახლობლებისა და კოლეგების პატივისცემის აუცილებლობა.

- აღიაროს პაციენტის პიროვნების ავტონომია და პატივი სცეს მის აზრს

- პაციენტთან კომუნიკაციის ყველა საშუალება გამოიყენოს პაციენტის და მისი ახლობლების მონაწილეობისთვის სამედიცინო დახმარების პროცესში, აგრეთვე პაციენტის და მისი ახლობლების ჩართვისთვის მკურნალობის ტაქტიკის არჩევის და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო-სოციალური ხასიათის გადაწყვეტილების მიღების დროს.

- ყოველთვის დაიცვას კონფიდენციალობა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემის დროს დაიცვას შემდეგი წესები:

ა) ტელეფონის სამი ზარის შემდეგ უპასუხოს ენერგიულად და მონდომებით

ბ) უთხრას: “დილა მშვიდობისა”, “გამარჯობათ” ან “საღამო მშვიდობისა”, “ჩაჩავას კლინიკის

...... განყოფილება გისმენთ”, დაუსახელოს საკუთარი სახელი, თანამდებობა და ბოლოს

დაუსვას კითხვა “რით შემიძლია დაგეხმაროთ?” ბოლომდე მოუსმინოს აბონენტს და გასცეს პასუხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მოუხმოს გუნდის იმ წევრს, რომელიც უფრო კომპეტენტურ პასუხს გასცემს. ასეთ დროს აბონენტს უთხრას

“უკაცრავად, ერთი წუთით მოითმიეთ, დავუძახებ პიროვნებას, რომელიც უკეთ გაგარკვევთ თქვენთვის საინეტერსო საკითხში”.

გ) საუბრის დასასრულს გულითადად დაემშვიდობოს და უთხრას ფრაზა “ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით”, ან “მოხარული ვარ, თუ დაგეხმარეთ”

- სამუშაო ადგილზე პაციენტების და მათი ახლობლების თანდასწრებით პირადი საჭიროებისთვის არ გამოიყენოს მობილური, ქალაქის ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები.

კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, რომ

- მისი ურთიერთობები პაციენტებთან, მათ ახლობლებთან და კოლეგებთან ყოველთვის პოზიტიური იყოს.

- არ იქნას შემჩნეული ჭორაობაში, სხვათა განსჯაში, გაკილვასა და გაკიცხვაში, სხვებისთვის ძირის გამოთხრაში და უსაგნო კამათში. ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს კლინიკის საქმიანობაზე!

- არ დაუშვას გუნდის წევრთა შორის უთანხმოების გაღვივება, დაპირისპირება, შუღლი და კონფლიქიტი.

- უკმაყოფილების შემთხვევაში არ დაუშვას ანგარიშსწორება და შურისძიება, მითუმეტეს თუ ეს პაციენტთა ინტერესების შელახვას გამოიწვევს, ან პაციენტს ზარალს მიაყენებს

 

- თავი შეიკავოს სამუშაო ადგილზე პაციენტების და მათი ახლობლების თანდასწრებით კლინიკის, საკუთარი განყოფილების, ადმინისტრაციის და კოლეგების კრიტიკისაგან.

- პატივისცემით მოეპყრას ყველა თანამშრომელს, მიუხედავად მათი თანამდებობისა.

- დაიცვას ხელმძღვანელობასთან და კლინიკის სტუმრებთან ურთიერთობის წესები:

- განყოფილებაში შემოსულთ ფეხზე წამოდგომით მიესალმოს, გამოხატოს დავალებებისა და მითითებების შესრულებისთვის მზადყოფნა, დასმულ კითხვებზე პატივისცემის და

მონდომების გამოხატვით გასცეს პასუხი.

- მიმართვის დროს გამოიყენოს ფრაზები: “ნება მომეცით მოგმართოთ...” “თუ შეიძლება დაგტოვებთ, რადგან ამას აუცილებლობა მოითხოვს...” და სხვ.

- კეთილგანწყობით შეხვდეს და კარგად მიიღოს ყოველი ახალი თანამშრომელი

- უპასუხოს პაციენტებს, მათ ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს ყველა დასმულ კითხვაზე, ამასთან ერთად თანამშრომელი ვალდებულია დარწმუნდეს სწორედ გაიგეს მათ გაცემული პასუხი თუ არა. საჭიროების შემთხვევაში არ უნდა დაიზაროს და არ უნდა გამოხატოს უკმაყოფილება პასუხის გამეორების ან საკითხის განმეორებით, უფრო

დეტალურად ახსნის შემთხვევაში.

- შეეცადოს, რომ კოლეგებს შორის კარგი ურთიერთობა იყოს.

- თანამშრომელი ვალდებულია შეინარჩუნოს სუფთა გარემო. ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდეს სამუშაო ადგილი, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში უნდა მიალაგოს სამუშაო არეალი, დაღვრილი სითხის აწმენდის თუ დაყრილი საგნების აღების ჩათვლით.

- ყოველთვის სანიმუშოდ მოვლილი ჰქონდეს სამუშაო ფორმა, ვინაიდან ეს ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს მუშაობის პროცესში. კლინიკის თითოეული თანამშრომლის

ჩაცმულობა სიამოვნების მომგვრელი უნდა იყოს პაციენტებისთვის, მათი ახლობლებისთვის და კოლეგებისთვის.

- კლინიკის თითოეულმა თანამშრომელმა, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა და სპეციალობისა უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე და შეეცადოს ყოველთვის იყოს საქმიანი, სადა და ელეგანტური

- მუშაობის პროცესში ყველამ უნდა ატაროს პიროვნების საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშანი, ფოტოსურათით.

- განუხრელად დაიცვას უსაფრთხოების წესები პაციენტების, მათი ახლობლების, კოლეგების და პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

- აუცილებლად დაესწროს დილის კონფერენციებს, სადაც თანამშრომელთათვის ყოველთვის განიხილება აქტუალური თემები, ცხადდება სიახლეები როგორც პროფესიული, ისე

ორგანიზაციული საკითხების თაობაზე.

კლინიკის თითოეული თანამშრომელისთვის სავალდებულოა

- იყოს კლინიკის საქმიანობის პრინციპების ერთგული

- გაამართლოს პაციენტებისა და მათი ახლობლების ნდობა და მოლოდინი

- იზრუნოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის

- პასუხისმგებელი იყოს და სისტემატურად იზრუნოს იმაზე, რომ უმიზნოდ არ გაიფლანგოს დრო და მატერიალური რესურსები

- იყოს კლინიკის პატრიოტი და შეეცადოს სხვებსაც გაუღვივოს ეს გრძნობა

- იზრუნოს, რათა მისმა ქცევამ, საუბარმა და მოქმედებამ კარგად იმოქმედოს კლინიკის საქმიანობაზე.

- შეეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს და წარმოაჩინოს კლინიკის პოტენციალი. არ

დაიზაროს და სხვებსაც გააგებინოს, აუხსნას ყველა იმ სიახლის თაობაზე, რაც კლინიკაში დაინერგება.

- თავი შეიკავოს მავნე ჩვევებისაგან (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, შეუფერებელ

ადგილას საკვების მიღება და სხვ) და ამით კარგი მაგალითი მისცეს როგორც კლინიკის სხვა თანამშრომლებს, ისე პაციენტებს.

 

კონფიდენციალური ინფორმაცია და მასმედიასთან ურთიერთობა

- კლინიკის თანამშრომელი ვალდებულია: არ დაუშვას მესამე პირისთვის კლინიკის პროფესიული ან კომერციული საიდუმლო ინფორმაციის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით გამჟღავნება. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია პაციენტის შესახებ. ინფორმაცია, კომერციული ფასეულების მქონე გეგმების, ფორმულის, პროცესის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება

კლინიკის მიერ ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად ან რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან სხვა მნიშვნელოვან შედეგს და მისმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კლინიკის კონკურენტუნარიანობას, ან დაირღვეს პაციენტის უფლებები.

- კლინიკის თანამშრომელს არა აქვს უფლება კლინიკის სახელით დაამყაროს ურთიერთობა მასმედიასთან, ან მასმედიის საშუალებით გაავრცელოს კლინიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფორმის ინფორმაცია, კლინიკის შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, თანხმობა არ არის აუცილებელი, როცა მასმედიასთან ურთიერთობა განსაზღვრულია თანამშრომლის თანამდებობრივი ინსტრუქციით და ხორციელდება სამსახურეობრივი კომპეტენციის ფარგლებში.

- კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია თანამშრომელთან ხელშეკრულების მოშლის შემდეგაც, უვადოდ.

- თანამშრომლის ბრალით გამჟღავნებული ინფორმაციით კლინიკისთვის მიყენებულ ზარალზე სრული იურიდიული და მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ თანამშრომელს.

 

სს ჩაჩავას კლინიკის სამედიცინო პერსონალის მორიგეობის წესი და პერსონალის მოვალეობები

სამუშაო პროცესი

ა) კლინიკის სტაციონარული სექტორი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში – 24 საათი, კვირაში

7 დღე.

ბ) სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა:

დაწესებულია მორიგეობის 24 საათიანი და 18 საათიანი გრაფიკი

გ) მორიგეობის 24 საათიანი გრაფიკის შემთხვევაში გუნდის სამსახურში გამოცხადების დრო - 09:00, სამუშაოს დასრულების დრო – 24 საათის შემდეგ 09:00 ხოლო მორიგეობის 18 საათიანი გრაფიკის შემთხვევაში სამსახურში გამოცხადების დრო – 15:00, სამუშაოს დასრულების დრო: 18 საათის გასვლის შემდეგ – 09:00

დ) კლინიკაში ტარდება კონფერენცია: სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 09:30- 10:00 (სამკურნალო საკითხების განხილვა); ოთხშაბათს 09:30-10:00 საორგანიზაციო საკითხების განხილვა. თანამშრომელთა დასწრება სავალდებულოა!

მორიგე გუნდი

კლინიკის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით არჩეულია მუშაობის გუნდური პრინციპი – სტაციონარულ სექტორში ერთდროულად მორიგეობს გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

1. ექიმი, მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი,

2. ექიმი, ბრიგადის წევრი

3. ექიმი-რეზიდენტი ან უმცროსი ექიმი,

4. მორიგე ნეონატოლოგი

5. მორიგე ანესთეზიოლოგი,

6. ექსპრეს-დიაგნოსტიკის მორიგე ექიმი ან ლაბორანტი,

 

7. მორიგე ანესთეზიოლოგის მედდა,

8. მორიგე საოპერაციო მედდა

9. მორიგე ბებიაქალი

10. მორიგე მედდები და უმცროსი მედდები მიმღებსა და თითოეულ განყოფილებაში

- მორიგე გუნდის დასახმარებლად ბინაზე მორიგეობს პასუხისმგებელი ექიმი

- კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას მორიგეობის გრაფიკი და სამორიგეოდ გამოცხადდეს დამტკიცებული განრიგით განსაზღვრულ დღესა და საათზე. მორიგეობის გაცვლის ან მორიგეობაზე არგამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კლინიკის გენერალური დირექტორის პრეროგატივას წარმოადგენს.

 

საგუშაგო (პოსტი)

კლინიკაში დაწესებულია 10 საგუშაგო (პოსტი), სადაც სავალდებულო წესით უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში: მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი, ან მორიგე ბრიგადის ერთ-ერთი წევრი, ან მორიგე მედდა. პოსტების დისლოკაცია:

პოსტი #1 - მიმღები განყოფილება

პოსტი #2 – I სამეანო განყოფილების დერეფანში, ბლოკის წინ

პოსტი #3 - I სამეანო განყოფილების #10 პალატაში (პოსტოპერაციული პალატა) პოსტი #4 - I სამეანო განყოფილების დერეფანში, ორსულთა პათოლოგიის პალატების წინ

პოსტი #5 - I სამეანო განყოფილებაში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის პალატში პოსტი #6- ექსპერიმენტული განყოფილების დერეფანში

პოსტი #7 - ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების დერეფანში

პოსტი #8 - ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში, პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში

პოსტი #9 – ახალი ქირურგიული კლინიკის დერეფანში, საოპერაციო ბლოკის წინ პოსტი #10 – ახალი ქირურგიული კლინიკის დერეფანში, ცენტრალურ შესასვლელთან, სტანდარტული პალატების წინ.

 

დასვენება

მორიგეობის დროს ბრიგადის წევრთა (გუნდის) დასვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკის სტაციონარული სექტორის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით: მორიგეობის დროს შესვენება დაშვებულია არაუმეტეს 15-20 წუთისა, მორიგე პერსონალის მონაცვლეობით, პოსტზე მინიმუმ 1 მორიგის მუდმივად ყოფნის პირობით.

- დაუშვებელია მორიგე ბრიგადის წევრთა ძილი მორიგეობის პერიოდში.

- დაუშვებელია თამბაქოს მოწევის მიზეზით სამუშაო ადგილის მიტოვება.

- დაუშვებელია მორიგე პერსონალის კვება უშუალოდ პოსტზე, საპროცედუროში, ან სანიტარულ ოთახში. მორიგე პერსონალისთვის საკვების მიღება დაშვებულია

სამზარეულო ოთახში, მოკლე შესვენების დროს.

- დაუშვებელია მორიგე პერსონალის მიერ პაციენტთათვის განკუთვნილი სველი წერტილებით სარგებლობა

- დაუვებელია მორიგეობის დროს, მორიგე ბრიგადის წევრთა მიერ, დასვენებისთვის აღებული 15-20 წუთის პერიოდში შენობიდან გასვლა.

 

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელის და ბრიგადეს წევრების ზოგადი მოვალეობები:

 

- 09:00 სამსახურში მოსვლა, უნიფორმის ჩაცმა, ხალათზე პერსონალის საიდენტიფიკაციო ნიშნის დამაგრება (ID) და ხელების დაბანა (მორიგე ბრიგადის თითოეული წევრი).

 

- 09:30 პოსტზე გამოცხადება და მორიგე ბრიგადის წევრთა შორის ფუნქციების განაწილება. (მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი)

 

- სავალდებულოა! მიმღებ განყოფილებასთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება მორიგეობის დაწყების შესახებ (მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი)

 

- სავალდებულოა! ბინაზე პასუხისმგებელ მორიგესთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება მორიგეობის დაწყების შესახებ (მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი) სავალდებულოა! დილის კონფერენციაზე დასწრება: სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 09:30-10:00 (სამკურნალო საკითხების განხილვა); ოთხშაბათს 09:30-10:00 საორგანიზაციო საკითხების განხილვა. დილის კონფერენციაზე დასწრება სავალდებულოა როგორც მორიგეობაში ჩართული პერსონალისთვის, ისე

ჩვეულებრივი განრიგით დასაქმებული თანამშრომლებისთვის.

- დაუშვებელია:

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მორიგე ბრიგადის წევრთა სამსახურში დაგვიანება ან არგამოცხადება. აღნიშნული საკითხები გენერალური დირექტორის კომპეტენციას წარმოადგენს!

- კლინიკაში რეკლამის მიზნით უცხო პირების ან კომპანიის წარმომადგენლების დაშვება, მათი პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების საგნების, პაციენტის მოვლის და/ან ჰიგიენური საშუალებების გავრცელება პაციენტებს შორის. აღნიშნული საკითხები გენერალური დირექტორის კომპეტენციას წარმოადგენს!

- ჰოსპიტალიზებულ პაციენტთან მნახველის დაშვება მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

- დაუშვებელია: მორიგეობის გაცვლა ან მორიგეობაზე არგამოცხადება მორიგე ბრიგადის წევრთა ურთიერთშეთანხმებით; მორიგეობაზე არგამოცხადება უნებართვოდ. მორიგეობის გაცვლის ან გაცდენის საკითხის გადაწყვეტა გენერალური დირექტორის კომპეტენციას წარმოადგენს!

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობები:

- 09:30 – 09:45 წინა დღის მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელისაგან ზოგადი ინფორმაციის მიღება:

- მორიგეობის შესახებ (ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა, ოპერაციული აქტივობა, განსაკუთრებული შემთხვევები, შინაგანაწესის დაცვის მდგომარეობა და სხვ). - პაციენტთა მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება, “პაციენტთა ტემპერატურის აღრიცხვის ჟურნალის” შემოწმება, აგრეთვე განყოფილებაში მედიკამენტების მარაგის, სამეანო ბლოკის და საოპერაციოების მზადყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღება.

- საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მორიგეობაზე გამოცხადების შემოწმება და განყოფილების ექთნებისთვის დავალების მიცემა 10:10-ზე შემოვლის ჩატარების შესახებ.

 

- 09:45 – 09:50 – განყოფილებაში განთავსებულ პაციენტთა მთლიანად და წინა სამშობიარო პალატებში განთავსებულ პაციენტთა გადმობარება, განსაკუთრებული ყურადღებით პოსტოპერაციულ პალატებში განთავსებულ პაციენტთა გადმობარება (საყურადღებო პაციენტთა საქაღალდეში ისტორიების ნახვა-გადამოწმება)

- 09:50 – 10:10 მორიგეობის პატაკის ჟურნალში ჩანაწერის გაფორმება მორიგეობის დაწყების შესახებ. მორიგეობის ჟურნალში ჩანაწერის გაფორმების დროს სავალდებულოა: გადმობარებულ პაციენტთა რაოდენობის დაფიქსირება, მათ შორის წინასამშობიარო პალატაში, სამშობიარო ბლოკში, პოსტოპერაციულ პალატებში პაციენტთა რაოდენობის მითითებით. მორიგეობის გადმობარების შესახებ ჩანაწერი სავალდებულო წესით უნდა დადასტურდეს წინა დღის მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელისა და მოცემული დღის მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელის ხელმოწერებით!

- მორიგეობის პერიოდში მიმხდარი განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ ადმინისტრაციის დაუყოვნებელი ინფორმირება

- 10:10 – 11:30 განყოფილებებში შემოვლის ჩატარება. შემდეგი თანმიმდევრობით:

  • წინასამშობიარო პალატა
  • სამშობიარო ბლოკი
  • პოსტოპერაციული პალატა სამეანო სექტორში
  • სამეანო სექტორი
  • პოსტოპერაციული პალატა ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში
  • ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება

განყოფილებებში შემოვლის ჩატარების წინ სავალდებულოა მორიგე მედდამ გააფრთხილოს განყოფილების სამედიცინო პერსონალი და პაციენტები შემოვლის ჩატარების შესახებ

JJJ შემოვლის ჩატარების დროს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი უნდა წარუდგეს პაციენტებს, დაასახელოს ვინაობა და აუწყოს, რომ უახლოესი 18-24 საათის განმავლობაში ის იქნება მათ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირი - არ დაგავიწყდეთ ღიმილი და კეთილგანწყობის მაქსიმალურად გამოხატვა! JJ

 

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გენერალურ დირექტორს ყველა საყურადღებო შემთხვევის შესახებ, ასევე პაციენტის, პერსონალის შესახებ, პერსონალის უპასუხისმგებლობაზე ან დანაშაულობრივ მოქმედებაზე და სხვა.

 

11:30 – 20:00 სტაციონარის სამუშაოების შესრულება,

საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე თვალყურის დევნება, დანიშნულებების დროულად შესრულების გადამოწმება, შინაგანაწესის დაცვის

კონტროლი, საკვების ხარისხის და დარიგების მეთვალყურეობა, სამედიცინო

დოკუმენტაციაში ჩანაწერების წარმოება, მნახველთა მიღების წესებზე თვალყურის დევნება.

- დაუშვებელია სტაციონარის საქმიანობის შესრულების პერიოდში პოსტის უმიზეზოდ მიტოვება ან შენობიდან გასვლა

- მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელის და ბრიგადის წევრების ადგილსამყოფელის თაობაზე სავალდებულო წესით ინფორმირებული უნდა იყოს პოსტზე მყოფი სამედიცინო პერსონალი და მიმღები განყოფილება.

 

20:10-21:10 განყოფილებებში საღამოს შემოვლის ჩატარება და ბინაზე პასუხისმგებელი მორიგის სავალდებულო წესით ინფორმირება სტაციონარში არსებული სიტუაციის შესახებ.

 

18 საათიანი მორიგეობის შემთხვევაში მორიგე ბრიგადის სამუშაო განრიგია: 15:00-

09:00 (ბრძანება 10; 2010 წლის 29 იანვარი)

მორიგეობის განრიგში ჩართული ექიმები ჩვეულებრივ დღეებში, ყოველდღიურად მუშაობას იწყებენ 9:00 და ამთავრებენ - 15:00.

ექიმის მოვალეობები ამბულატორულ სექტორში

- სამსახურში გამოცხადდეს 09:00

- დაიცვას კლინიკის შინაგანაწესი

- მიიღოს პაციენტები მხოლოდ რეცეფციაში ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ ან განყოფილების ხელმძღვანელის მითითებით.

- არ დაუშვას პაციენტების მიღება რეცეფციის გვერდის ავლით, ელექტრონული რიგის ნომრის გარეშე.

- გააფორმოს პაციენტთან ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების მიღების თაობაზე, ასევე პერსონალური სერვისებით სარგებლობის შესახებ.

- აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია იმ წესების შესაბამისად, რომლებიც მოწოდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

- დასრულებული ამბულატორული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაცია დახურის და გადასცეს კლინიკის არქივს სათანადო წესების დაცვით.

- იმორიგეოს შაბათს და/ან კვირას წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით.

 

პაციენტის უფლება-მოვალეობები ამბულატორულ სექტორში ამბულატორული პაციენტს უფლება აქვს:

- აირჩიოს ორსულობის პატრონაჟისთვის ექიმი.

- დასაბუთებულად მოითხოვოს ორსულობის პატრონაჟისთვის არჩეული ექიმის გამოცვლა

ამბულატორული პაციენტი ვალდებულია:

- სამედიცინო მომსახურების დაწყების წინ წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია (მიმართვა, დაზღვევის პოლისი, ვაუჩერი, ცნობა სამსახურიდან და სხვა საბუთები საჭიროების მიხედვით), ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-41/ნ 15.08.2011

„ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“მოთხოვნების შესაბამისად)

- დაიცვას კლინიკის შინაგანაწესი, დაწესებულების სანიტარული და ინდივიდუალური ჰიგიენური წესები.

- მიაწოდოს მკურნალ ექიმს სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის მიმდინარეობის შესახებ.

- გაეცნოს კლინიკის მიერ დამტკიცებულ სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს და პრეისკურანტს. აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის ქვეკომპონენტს, რომელიც ორსულის ბინაზე აქტიურ პატრონაჟს არ ითვალისწინებს.

- ექიმის მიერ დანიშნულ ვიზიტებზე გამოცხადდეს დროულად. გადაიხადოს მკურნალობის ღირებულება წესების შესაბამისად, უცხოეთის მოქალაქეებმა

 

გადაიხადონ დამატებით 20%, ამ შინაგანაწესისა და გენერალური დირექტორის #47

30.04.2015 ბრძანების შესაბამისად.

- აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებულად დანიშნული დამატებითი ვიზიტების და გამოკვლევების ღირებულება აანაზღაუროს.

- გაუფრთხილდეს კლინიკის ქონებას და დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

პაციენტის უფლება-მოვალეობები სტაციონარულ სექტორში სტაციონარულ პაციენტს უფლება აქვს:

- აირჩიოს მკურნალი ექიმი (ოპერატორი) შესაბამისი ანაზღაურების გადახდის პირობით.

- აირჩიოს პალატა

- მოითხოვოს სტანდარტით განსაზღვრული მკურნალობა

- უარი განაცხადოს სტანდარტზედა გამოკვლევაზე ან მკურნალობაზე

- დათანხმდეს ან უარი თქვას მკურნალობის შეთავაზებულ მეთოდზე

- დასაბუთებულად მოითხოვოს მკურნალი ექიმის გამოცვლა

- ვადაზე ადრე შეწყვიტოს მკურნალობა

- მოითხოვოს კონსილიუმის ან სხვა დაწესებულებიდან საკონსულტაციოდ სპეციალისტის მოწვევა შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების პირობით.

- მოითხოვოს ექსპერტიზა მკურნალობის არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობის ან უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების პირობით.

- პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში მისმა ჭირისუფალმა მოითხოვოს გვამის პათოლოგანატომიური შესწავლა.

- ისარგებლოს კლინიკის კომპიუტერით და ინტერნეტით უფასოდ.

- ისარგებლოს კლინიკის ტელეფონებით მხოლოდ ქალაქის ნომრებზე ადგილობრივი ზარების განსახორციელებლად, უფასოდ.

- კლინიკის არქივიდან მოითხოვოს თავისი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, რომელსაც კლინიკა გასცემს დადგენლი წესების მიხედვით.

სტაციონარულ სექტორში პაციენტი ვალდებულია:

- სამედიცინო მომსახურების დაწყების წინ წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია (საგარანტიო ბარათი, მიმართვა, დაზღვევის პოლისი, ვაუჩერი, ცნობა სამსახურიდან ქორწინების მოწმობა და სხვა საბუთები საჭიროების მიხედვით), ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

- დაიცვას კლინიკის შინაგანაწესი, დაწესებულების სანიტარული ნორმები და ინდივიდუალური ჰიგიენური წესები.

- დაიცვას სიჩუმე როგორც თვითონ, ასევე მასთან მოსულმა მნახველებმა, რათა სხვა პაციენტებს არ შეუქმნას დისკომფორტი.

- მიიღოს მნახველები მხოლოდ ნახვის საათებში შემდეგი წესის მიხედვით: ერთ ადგილიანი პალატა 10:00-21:00 პალატაშივე; ორ ადგილიანი პალატა 10:00-21:00 სასტუმრო ოთახში (გამონაკლის შემთხვევაში მნახველი პალატაში დაიშვება

ხანმოკლე დროით). სამ და მეტ საწოლიან პალატებში მნახველები არ დაიშვება, რის თაობაზეც პაციენტი და მისი ახლობლები ინფორმაციას მიიღებს მიმღებ განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის წინ.

- მიაწოდოს მკურნალ ექიმს სრულყოფილი ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავადმყოფობის წარმოშობის მიზეზებისა და მისი განვითარების შესახებ.

 

- გაეცნოს კლინიკის მიერ დამტკიცებულ მკურნალობის სამედიცინო პრეისკურანტს და სერვისის არჩევა დაადასტუროს ხელმოწერით.

- საჭიროების შემთხვევაში ექიმების მიერ დადგენილ ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის, გაგრძელების ან მისი ინტენსიური გაგრძელების შესახებ, საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსიროს სამედიცინო ისტორიაში.

-- კლინიკის არქივიდან მოითხოვოს თავისი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, რომელსაც კლინიკა გასცემს დადგენლი წესების მიხედვით.

 

- ისარგებლოს თავისი პალატის, ან პაციენტებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სველი წერტილით. სველი წერტილი პალატაში განკუთვნილია მხოლოდ პაციენტთათვის. გააფრთხილოს ახლობლები და მნახველები, რომ მათთვის სპეციალურადაა მოწყობილი საზოგადოებრივი ტუალეტი შენობის პირველ სართულზე და ეზოში.

- გაუფრთხილდეს კლინიკის ინვენტარს და დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს კლინიკისთვის მიყენებული ზარალი.

- უზრუნველყოს კლინიკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით გაწეული

მკურნალობის საფასურის ანაზღაურება წინასწარ ან მკურნალობის დაწყებისთანავე. უცხოეთის მოქალაქეებმა გადაიხადონ დამატებით 20%, ამ შინაგანაწესისა და გენერალური დირექტორის #47 30.04.2015 ბრძანების შესაბამისად.

- უზრუნველყოს მნახველების მიერ კლინიკის შინაგანაწესის დაცვა.

- მუდმივად ახსოვდეს, რომ კლინიკის შენობაში კატეგორიულად აკრძალულია თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, კედლებზე წარწერების გაკეთება, ხმაური. აღნიშნულის თაობაზე გააფრთხილოს თავისი ახლობლები და ზედმიწევნით დაიცვას კლინიკის შინაგანაწესი.

 

თანამშრომელთა ქცევის წესები:
  • ფეხზე წამოდგომა და ღიმილიანი სალამი (პაციენტთან, მის ახლობელთან, ნებისმიერ უცხო პირთან, სტუმართან, ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს)
  • მიღება (“პირველი შეხვედრის შთაბეჭდილება”)
  • მეგობრული დამოკიდებულება
  • თანაგრძნობა და გაგება
  • დახმარებისთვისთვის მუდმივი მზადყოფნა
  • გამოხატული პატივისცემა პაციენტის და მისი ახლობლების მიმართ სამედიცინო მომსახურების მთელი პროცესის მანძილზე

 

ა კ რ ძ ა ლ ვ ე ბ ი:

 

  • პაციენტთან და მის ახლობლებთან ურთერთობის დროს დაუშვებელია:
  • გაბრაზებული სახით საუბარი და უკმაყოფილების გამოხატვა
  • ნეგატიური რეაქცია პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან კითხვის განმეორებით დასმის შემთხვევაში
  • პაციენტისთვის დანაშაულის განცდის მინიჭება
  • პაციენტის ან მისი ახლობლების გაკიცხვა.
  • პაციენტისთვის მიმართვა მისი დიაგნოზის მოხსენიებით

 

  • პაციენტის დიაგნოზის, მდგომარეობის ან დანიშნულების შესახებ საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით.
  • ექიმის დანიშნულების კრიტიკა პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით

 

კატეგორიულად აკრძალულია:
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ან მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნება პაციენტის თანხმობის გარეშე
  • პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციასთან სხვა პირთა დაშვება (გარდა იმ პირებისა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს სამედიცინო მომსახურების პროცესში) ან სხვა პირებზე გადაცემა პაციენტის თანხმობის გარეშე
  • პაციენტთან მნახველების დაშვება მისი თანხმობის გარეშე
  • ადმინისტრაციის/ხსვა სამედიცინო პერსონალის/თანამშრომლების კრიტიკა
  • პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით

“წუწუნი” დაბალი ანაზღაურების და/ან საკუთარი ცუდი ჯანმრთელობის გამო პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით

  • საუბარი საკუთარი პრობლემების შესახებ პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით
  • საუბარი ტელეფონზე (გარდა პაციენტის დახმარების მიზნით განხორციელებული ზარებისა)
  • საუბარი პირად საკითხებზე სხვა სამედიცინო პერსონალთან პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით, ან სამედიცინო დახმარების დროს.
  • ნეგატიური ინტერპერსონალური ურთიერთობები: დავა, კამათი ან ჩხუბი სხვა სამედიცინო პერსონალთან პაციენტის ან მისი ახლობლების თანდასწრებით
  • კლინიკაში საკვების, წამლების, თეთრეულის, ტანისამოსის და სხვა სამედიცინო თუ არასამედიცინო დანიშნულების საგნების შემოტანა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.
  • მკურნალი ექიმის გვერდის ავლით პაციენტის დანიშნულების შეცვლა ან დანიშნულებაში კორექტივების შეტანა სხვა სამედიცინო პერსონალის, ან თვით პაციენტის, ან მისი ახლობლების მოთხოვნით
  • თამბაქოს მოხმარება. სამუშაო ადგილის მიტოვება თამბაქოს მოწევის მიზეზით. ალკოჰოლის მიღება სამსახურში ან ნასვამ მდგომარეობაში სამსახურში გამოცხადება. საკვების მიღება საფრთხის შემცველ და მაღალი რისკის ზონებში.

 

ზოგადი მოთხოვნები თანამშრომელთა გარეგნულ იერ-სახესთან დაკავშირებით:

 

  • სამსახურში წამოსვლის წინ აუცილებელია – სხეულის მოვლა და ჰიგიენური პროცედურები

 

  • უნიფორმა – უნაკლოდ მოწესრიგებული, კოტონის – თეთრი ან ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი

 

  • უნიფორმის ქვეშ პერანგი ან მაისური – თეთრი, ან ღია ცისფერი, კოტონის

 

  • ფეხსაცმელი – დახურული, რბილი, უხმაურო და მოხერხებული – თეთრი

 

  • წინდები – კოტონის, თეთრი

 

  • ვარცხნილობა (გრძელი თმა - შეკრული. იქ სადაც საჭიროა თავსაბურავი)

 

არ შეიძლება:
  • ტანისამოსის გამოჩენა უნიფორმიდან
  • ქუსლიანი ფეხსაცმელები
  • ნელსაცხებელი, სუნამო მკვეთრად საგრძნობი სურნელით
  • მაკიაჟი - გამომწვევი, ვულგარული და მკვეთრი
  • გრძელი ფრჩხილები, ხელოვნური ფრჩხილები, მანიკური
  • სამკაულები
  • თმის შესაკრავი – დიდი, ფერადი და მოუხერებელი (რომელიც ხშირად საჭიროებს მოხსნა/გაკეთებას)

 

აუცილებელია:

 

  • საკუთარ ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნვა
  • საკუთარ უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნვა
  • მავნე ჩვევებისაგან თავის შეკავება

 

საჯარიმო სანქციები:

იხილეთ გენერალური დირექტორის შემდეგი ბრძანებები:

N 21 20.05.2002 ; N 144 15.12.2006; N 144 15.12.2006; N 90 21.08.2006; N 102 26.11.2009;

N 21 16.03.2010; N 84 16.09.2010; N 91 15.11.2010; N 93 26.11.2013