მუდმივი კვლევა და განვითარება
ჯანმრთელობისთვის!
მუდმივი კვლევა და განვითარება
ჯანმრთელობისთვის!
კვლევა-განვითარება
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებები:
“ჩაჩავას კლინიკის” სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: "
პერინატალური პათოლოგია" და "გარემო ფაქტორებისგავლენა ნაყოფსა და ახალშობილზე".
კლინიკისათვის ასევე პრიორიტეტულია ნაყოფისა და ახალშობილის ფუნქციური
მდგომარეობისშესასწავლად ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.
კლინიკაში პირველად, ჯერ კიდევ 1961 წელს, შეიქმნა ნაყოფის პირდაპირი ელექტროკარდიოგრაფიისა
დაელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდები, რომელიც საფუძვლად დაედო პერინატოლოგიის ახალ დარგს
- ნაყოფის ელექტროფიზიოლოგიისჩამოყალიბებას. გარდა აღნიშნულისა, კლინიკაში შეისწავლება პრობლემა: "ნაყოფი და ტკივილი". შექმნილია ნაყოფზე ტკივილის გავლენისშესასწავლი ექსპერიმენტული მოდელი,
მიმდინარეობს ტკივილის ფენომენის ნეიროქიმიური და ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებისშესწავლა.
კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევებით პირველად დადგინდა, რომ ნაყოფს გააჩნია ავტონომიური
რეგულაციის უნარი.დაგეგმილია გამოკვლევები ნაყოფისა და ახალშობილის ტკივილით განპირობებული
შოკის დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებისშესასწავლად.
ექოსკანირებისა და დოპლერომეტრული მეთოდების გამოყენებით კლინიკაში შესწავლილ იქნა პლაცენტარული
სისხლის მომოქცევისთავისებურებანი და კანონზომიერებანი ნაყოფის ჰიპოტროფიისა და ნაადრევი მშობიარობის დროს.
კლინიკაში ტარდება ფართე მასშტაბის გამოკვლევები ორსულთა მედიკო-გენეტიკური კონსულტირებისა
და თანდაყოლილიგანვითარების მანკების მეცნიერული შესწავლის მიზნით.
შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები:
მიმდინარე სამეცნიერო კვლევები: