მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ცენტრი უშვილო წყვილებს

ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ცენტრი უშვილო წყვილებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სთავაზობს. უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია და თურქეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური, 30 წლიანი გამოცდილების მქონე ემბრიოლოგი და რეპროდუქტოლოგი წყვილებს უშვილობის დაძლევაში ეხმარება.
​ცენტრში დანერგილი უშვილობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი თუ ტექნოლოგია ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და რაც მთავარია, კლინიკაში დანერგილი ყველა სერვისი მთლიანად პაციენტზეა ორიენტირებული, რაც არა მხოლოდ მკურნალობის დადებით შედეგს, არამედ თავად პროცესის კომფორტულობას უზრუნველყოფს.
ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციულ ცენტრში არსებული გარემო ყველა უშვილო წყვილს, კლიმაქტერიულ პერიოდშიც კი, ნატვრად ქცეული პატარის ყოლაში ეხმარება. რას ნიშნავს, ზოგადად, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რას მოიცავს მედიცინის ეს მიმართულება? ამასთან დაკავშირებით, ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქტოლოგი ქეთევან გოცირიძე დეტალურად საუბრობს:
„რეპროდუქციული ჯანმრთელობა -ეს არის დარგი, რომელიც მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას. ეს არის ოჯახის დაგეგმარება და უნაყოფობის მკურნალობა. ჩვენ ვეხმარებით წყვილს, ჰქონდეს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება, იყოლიოს შთამომავლობა მაშინ, როდესაც სურს. როდესაც წყვილი ქმნის ოჯახს, გეგმავს ორსულობას, ისინი აუცილებლად საჭიროებენ წინასწარ კვლევებს იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა ორგანიზმი მზად ორსულობისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესა თუ ის გართულებები შემდგომ, ორსულობის პროცესში. წყვილმა უნდა მოგვმართოს მაშინ, როდესაც ერთწლიანი რეგულარული სქესობრივი კავშირის მიუხედავად, კონტრაცეფციის გარეშე, ვერ იღებს ორსულობას, ხოლო ეს ერთი წელი 6 თვემდეა შემცირებული, 35 წელს ზევით ასაკის ქალბატონის შემთხვევაში.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ე.წ ნაყოფიერების, შვილოსნობის შენარჩუნების შესაძლებლობას, რასაც გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები დღესდღეობით, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს სხვადასხვა სომატურ დაავადებებთან, ისეთთან, როგორიც არის სიმსივნური დაავადებები და ამ დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიც არის მაგალითად ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, სამწუხაროდ, ეს პროცესი ანადგურებს რეპროდუქციულ მასალას. ანადგურებს კვერცხუჯრედებსა და სპერმატოზიდებს. ჩაჩავას კლინიკა საშუალებას აძლევს ამ ტიპის პაციენტს, რომ ჩვენს ლაბორატორიულ ცენტრში შეინახოს გენეტიკური მასალა – კვერცხუჯრედი იქნება თუ სპერმატოზოიდი და გამოჯანმრთელების შემდეგ, როდესაც პაციენტი მზად იქნება, მხოლოდ მაშინ იქნეს გამოყენებული შენახული მასალა, მისი გენეტიკური ნაწილის ჩასასახად..
ჩვენი რეპროდუქციული ცენტრის მთავარ უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივად განახლებად, ამავდროულად, ძველი, დიდი ტრადიციების მქონე სამეანო გინეკოლოგიურ დაწესებულებას. კლინიკას, რომელსაც ზოგადად, ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. როდესაც ჩაჩავას ბრენდის ქვეშ იწყებ საქმიანობას, ეს, ერთი მხრივ, წარმატების ნახევარია, თუმცა, მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა, გაამართლო ის ნდობა, რომელიც კლინიკამ მრავალი წლის განმავლობაში მოიპოვა. ჩვენს ცენტრში დანერგილია როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ყველა მეთოდი თუ ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ყველაზე მაღალი რანგის კლინიკებშია წარმოდგენილი. ჩვენი პრიორიტეტია პაციენტებთან ღია და გახსნილი ურთიერთობები. ჩვენი ინდივიდუალური მიდგომით , მათდამი კეთლსინდისიერი დამოკიდებულებით, ვარიდებთ პაციენტებს უსარგებლო კვლევებს, ვზოგავთ მათ, როგორც მორალურად, ასევე, ფინანსურად და ვათავისუფლებთ ზედმეტი დანახარჯებისგან“ – აცხადებს ქეთევან გოცირიძე.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის დახვეწილი ინტერიერი გამოხატავს პატივისცემას პაციენტების მიმართ. აქ შექმნილია გარემო, რომელიც ეხმარება მომავალ მშობლებს, შეიქმნან დადებითი ემოციები. ამასთან, კლინიკა მუდმივად ზრუნავს სერვისების ხელმისაწვდომობაზე. სწორი მენეჯმენტის საშუალებით, მოხერხდა, რომ მომსახურების ფასები სამედიცინო ბაზარზე არსებულ ფასებთან სრულ შესაბამისობაშია. პაციენტები, რომელთაც სხვა ცენტრებში მსგავსი სერვისები მიუღიათ, ჩაჩავას კლინიკის უპირატესობაში პირველი ვიზიტისთანავე რწმუნდებიან.
თბილისის გარდა, რეპროდუქციულ ცენტრს პაციენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც მიმართავენ. დიდია ასევე, უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების რაოდენობაც.
რეპრუდოქტოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. ჩაჩავას კლინიკის სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან ამ მიმართულებით მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს, ესწრებიან ყველა მნიშვნელოვან კონგრესს, აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკაში ნერგავენ მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია აღვნიშნო, რომ აქ წარმოდგენილია ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რაშიც ძალიან დიდი ინვესტიცია იდება. ასევე, დიდი ინვესტიცია იდება ჩვენი უცხოელი კოლეგების მოწვევაში, რომლებიც არა მხოლოდ მკურნალობენ ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მუდმივად ატრენინგებენ კიდეც ადგილობრივ მედპერსონალს“,- აცხადებს რეპროდუქტოლოგი ქეთევან გოცირიძე.
​რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის გული IVF ლაბორატორიაა, სადაც ზედმიწევნით არის დაცული უმკაცრესი საერთაშორისო სტანდარტები. საუკეთესო ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, უნიკალური ტექნიკური აღჭურვილობა მნიშვნელოვნად ზრდის ცენტრის შესაძლებლობებს და განაპირობებს წარმატების მაღალ კოეფიციენტს.
​ამრიგად, სტატისტიკა ამართლებს ცენტრის სლოგანს -უშვილობა განაჩენი არ არის! ეს არის ციფრებში ასახული შედეგი, რომლის უკანაც რეალური ადამიანები დგანან. არსებობის 3 წლისთავზე, ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და მისი დახმარებით ქვეყანას ბევრი ახალი სიცოცხლე მოევლინა, რაც ცენტრისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემია.

 

წყარო: kvira.ge