რინოპლასტიკა
 

პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე, ამასთანავე არის მხატვარი და პროფესიონალი მოქანდაკე, რაც მას ძალიან ეხმარება საკუთარი საქმიანობის პროფესიონალურად განხორციელებაში. იგი წინასწარ უხატავს პაციენტს ცხვირის მომავალ ფორმას, სახის პროპორციებისა და ნაკვთების ფორმის გათვალისწინებით, რაც, ერთი მხრივ, პაციენტს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველის (სახის პროპორციების შესაბამისი) ფორმა და, მეორე მხრივ, თავად ქირურგს ეხმარება მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაში.

 

 

 

რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ფორმის შეცვლა, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაცია, რადგანაც ცხვირი ადამიანის სახის ყველაზე ცენტრალური ნაწილია. ოპერაციის შემდეგ ლამაზი ცხვირი თქვენი სავიზიტო ბარათი გახდება! 

პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ. თაბაშირის ნახვევი საჭიროა 14 დღის განმავლობაში მუდმივად, (თაბაშირი იცვლება სამჯერ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში) შემდგომ სიტუაციიდან გამომდინარე. ტამპონების ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ.1 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.ოპერაციის ჩვენება, არაესთეტიურობის გარდა აგრეთვე ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია, პოლიპოზი და ადენოიდებით გამოწვეული ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევაა.

 

 

 

კომფორტული გარემო და პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი სილამაზის სამსახურში!