პლასტიკური გინეკოლოგია

პლასტიკური გინეკოლოგია ესთეტიკური მედიცინის სფეროა,რომელსაც ინტიმური პრობლემების გადაწყვეტით,

 შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების ხარისხი. ყველა ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰარმონიულად, მიიღოს სქესობრივი ურთიერთობისაგან მორალური და ფიზიკური კმაყოფილება.

 ზუსტად ამიტომსასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექცია ინტიმური  პლასტიკის მეშვეობითთანამედროვე ქალბატონებში განსაკუთრებით პოპულარულია.       

 

 

 

 

 

გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია
ექიმთან 599 14 38 58

 

 

 

 

 

ალბათ ,არ არსებობს ქალბატონი რომელსაც არ აწუხებს რაღაც ინტიმური კითხვა, რაზეც ძალიან უნდა გაიგოს პასუხი.ჩვენ გაგცემთ პასუხს ყველა საინტერესო კითხვაზე დასაჭიროების შემთხვევაში

დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში!

 

 

 

 

 

 

 

 

G-Spot-ის გადიდება

 

 

 

 

 

G-Spot-ის გადიდება
 
გრაფენბერგის წერტილი G-შპოტ არის ყველაზე ეროგენული ზონა მდებარე საშოს კედელზე. ბევრი ქალბატონი პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დროს ვერ იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. სქესობრივად აქტიურ და ნორმალური სქესობრივი ფუნქციის მქონე ქალებში, G-წერტილის გადიდება და სტიმულაცია ზრდის სიამოვნების მიღების საშუალებას . პროცედურა არ არის რეკომენდებული ემოციური ლაბილობითა, სქესობრივი და ფსიქოლოგიური პრობლემებით. 
 

 

ტექნოლოგია

G-Spot-ის გადიდება არის უმტკივნეულო, უსაფრთხო, არაქირურგიული, სწრაფი და ეფექტური პროცედურა. ექიმს შეჰყავს განსაზღვრული რაოდენობის ადამიანის დამუშავებული კოლაგენი ლორწოვან გარსში, G-წერტილის ადგილას. შემდგომ ხდება მისი ზომაში მომატება.

 პაციენტს პროცედურიდან 4 საათის შემდეგ შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა. ეფექტი გრძელდება 4 თვეზე მეტხანს.

 პროცედურა ტარდება  ადგილობრივი ანესთეზიით.

 პროცედურის ხანგრძლივობაა 15-30 წუთი.

 პაციენტი იმ დღესვე უბურნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. 

 გართულებების განვითარების რისკი ძალიან დაბალია, შეიძლება აღინიშნოს მცირე რაოდენობით სისხლდენა ინექციის ადგილიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაბიოპლასტიკა

 

 

 

 

 


ლაბიოპლასტიკა - დიდი და  მცირე სასირცხო ბაგეების კორექცია            
                     

სასირცხო ბაგეების კორექცია დღესდღეისობით საკმაოდ პოპულარული ოპერაციაა. ნორმაში დიდი სასირცხო ბაგეები ფარავენ მცირეებს,მაგრამ არსებობს შემთხვევები ,როდესაც ბაგეები ასიმეტრიულია , დაგრძელებული ან გადიდებული. მსგავსი მდგომარეობა შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი, ასაკობრივი , ან განვითარდეს მშობიარობის შემდეგ . დეფორმირებული ბაგეები საკმაოდ არაესთეტიურია ,მათი კანი გაუხეშებულია და დისკომფორტს უქმნის პაციენტს.


ჩვენს კლინიკაში ბაგეების კორექცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.ეს ეგრეთწოდებული ”ერთდღიანი ოპერაციაა”,რომელიც დაახლოებით 40-50 წუთს გრძელდება.
 

პლასტიკური კვეთის შედეგად ბაგეებს სასურველი ფორმა და ზომა მიეცემათ.

 

ყველა ნაკერი გამწოვი ძაფებით იდება, რაც არ საჭიროებს ნაკერების მოხსნას.
 

ოპერაციიდან 3-4 საათში პაციენტი მიბრძანდება სახლში (შეუძლია მართოს ავტომობილი). ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცების შემდეგ (7-10დღე)
 

არანაირი ნაწიბური არ რჩება ,ისე რომ გამოცდილი გინეკოლოგიც კი ვერ შეამჩნევს ნაოპერაციებს.
 

სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია ოპერაციიდან 4 კვირაში.
 

და რაც მთავარია, ამ ოპერაციის შესახებ თქვენს გარდა არავის ეცოდინება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშოს კედლების პლასტიკა

 

 

 

 

მშობიარობის შემდგომი დეფორმირებადი ნაწიბურის ამოკვეთა საშოს უკანა კედლის პლასტიკით
 

მოგეხსენებათ, შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მენჯის კუნთოვანი სისტემა საყრდენს უქმნის მუცლის ღრუს ორგანოებს, ამასთანავე მონაწილეობს განაყოფიერებაში, ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესში.

შორისის კუნთების გაწელვა, ნახეთქების გაჩენა და ელასტიკურობის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, რადგანაც ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან ერთად ზიანდება “მეზობელი ორგანოები”, სწორი ნაწლავი და შარდის ბუშტი.

კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, გაძნელებული მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების გაჭიმვა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.

საშოს პლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება, მიმდებარე ქსოვილების აღდგენით და ზედმეტის მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირება.

ხდება განაკვეთის გაკეთება შესაბამის ადგილას, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმვა ან დამოკლება. საშოს შესავლის დიამეტრიც დაპატარავება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით, შესაძლებელია ზედმეტი კანის მოცილებაც.

 

 

პოსტოპერაციული პერიოდი:

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი. დაახლოებით 4-6 კვირაა საჭირო სრული აღდგენითი პროცესისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისგან, ტამპონის გამოყენებისა და სიმძიმის აწევისგან. 
 

  • ოპერაცია ტარდება სპინალური ან ინტრავენური ნარკოზით.
  • პროცედურის ხანგრძლივობა არის 1-2 საათი.
  • პაციენტი ერთი დღე რჩება კლინიკაში, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ერთი კვირის შემდეგ.
  • გართულებების რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ შეიძლება გართულდეს ინფექციითა და სისხლდენით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჰიმენოპლასტიკა

 

 

 

 

 

ჰიმენოპლასტიკა - საქალწულე აპკის აღდგენა

საქალწულე აპკის აღდგენას – ჰიმენოპლასტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით, ამ პროცედურის ჩატარების მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობა ან ტრავმა.

 

  • ჰიმენოპლასტიკის დროს ხდება საქალწულე აპკის აღდგენა ნარჩენი ქსოვილების ერთმანეთთან შეერთების შედეგად. 
  • პროცედურა ტარდება  ადგილობრივი ანესთეზიით.
  • პროცედურა გრძელდება  30 წთ  
  • პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ოპერაციის დღეს.
  • ინფექციისა და სხვა გართულებების რისკი ძალიან დაბალია