
თუ თიაქარი მცირე ზომისა ადამიანს მეტწილად არავითარ დისკომფორტს არ უქმნის და შესაძლოა შემთხვევით აღმოჩნდეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევისას. ხოლო თუ დიდი ზომისაა კუჭში არსებული საკვებისა და მჟავე წვენის საყლაპავში გადასროლას იწვევს , ეს კი გულძმარვისა და ტკივილის მიზეზად იქცევა.

თიაქრის ძირითადი სიმპტომებია:
–გულძმარვა
–ბოყინი
–ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან (რაც ხშირად მცდარად სტენოკარდიულ ტკივილად ითვლება)
–საკვების მიღების შემდეგ პულსის აჩქარება
ეს ჩივილები ძლიერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას, დახრისას და ტვირთის აწევისას.
თიაქრის არსებობაზე ეჭვის მიტანა ხდება კლინიკური სურათით. ზუსტი დიაგნოზის დასმა კი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევით –ბარიუმის ფაფით.პაციენტს იკვლევენ პოლიპოზიციურად.მცირე ზომის თიაქარი უკეთ ვლინდება ტრენდელენბურგის მდებარეობაში. მცირე ზომის თიაქრების მკურნალობა კონსერვატულია, დიდი ზომის თიაქრების დროს მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება

ციტირება