სტომატოლოგია & ესთეტიკური ცენტრი
მაღალი დონის კვალიფიკაცია
ორსულთა ხაზი

2734cats.jpg2533cooltext163608332572278.png

 

ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ორსული ქალბატონებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს. 

709212647300_547045358792909_7395577842671996282_n.jpg

ჩვენს ცენტრში თქვენ შეგიძლიათ: 

  • გაიკეთოთ ეპილაცია უსაფრთხო საშუალებით;
  • შეიღებოთ  თმა ორსულთა სპეციალური  საღებავით;
  • სახის და ტანის მოვლის თანამედროვე საშუალებები;
  • გაიკეთოთ მაკური და პედიკური;                                 
  • სტრიების  პროფილაქტიკა;

 და კიდევ სხვა პროცედურები, რომლებიც აგიმაღლებენ განწყობას და მოგამზადებენ თქვენს პატარასთან შესახვედრად. 

 

3865cooltext164290051716407.png

 

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს ზედმეტ თმასთან ბრძოლა და ეპილაციის პროცედურების გაგრძელება? ამ შეკითხვაზე ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური  მედიცინის ცენტრის სპეციალისტი ნინო ეზიაშვილი გვიპასუხებს: 

13741.png

ორსულობის დროს არასასურველი თმის მოცილება იკრძალება ლაზერული და ელექტრო ეპილაციით. ორსულებისთვის საუკეთესო ვარიანტია ბიო და შაქრით ეპილაცია. ბიო ეპილაცია - ეს არის მექანიკური საშუალება ე.წ. ფხრიწი, რომელიც კეთდება ზედაპირულად. მას ბოლქვიანად ამოაქვს თმა. არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს. შაქრით ეპილაციის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ შაქარი და წყალი. ასევე ძალიან უსაფრთხო და კომფორტულია ვაქსით ეპილაცია. არის ანტიალერგიული და უსაფრთხო როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვაქსი, ვარდის, ალოეს სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტით. სახის ზონებზე ცოტა უფრო მსუბუქი ფენები გამოიყენება, ტანის ზონებისთვის კი უფრო ძლიერი. მისი მექანიზმიც ფხრიწის მეთოდია. მათი გამოყენება სახის და ტანის ნებისმიერ ზონაზე დასაშვებია. ეფექტი 1 თვემდე გრძელდება. ხშირად ორსულები თვითნებურად, საკუთარი ძალებით იკეთებენ ამ პროცედურებს, ხშირია თმის ჩაბრუნების შემთხვევები, რომელიც არც ისე იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა. ამიტომ ვურჩევთ ორსულებს, სახლის პირობებში ნუ ჩაიტარებენ მსგავს პროცედურებს.

6471cooltext164288483212702.png

- როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე კარგი საშუალება ამ შემთვევაში შაქრით ან ვაქსით ეპილაციაა. ლაქტაციის დასრულების შემდეგ ქალს შეუძლია გააგრძელოს ეპილაცია ლაზერით, თუმცა ორსულობის პერიოდში ეს დაუშვებელია. ბუნებრივი მეთოდებით ეპილაცია არასასურველი თმის გამრავლებას ხელს უშლის, რაც არ ხდება პარსვის შემთხვევაში. თუ ორსული საპარს საშუალებას ხმარობს, ორსულობის შემდეგ უფრო გაუძნელდება ჭარბთმიანობასთან ბრძლა. - რას გვეტყვით ფრჩხილების მოვლაზე? რას უნდა მიაქციოს ორსულმა ყურადღება ფრჩხლების სალონში მოვლის დროს? - ორსულობის დროს გაორმაგებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ფრჩხილების მოვლის საკითხს. თუ თქვენ გადაწყვეტთ ფრჩხილების გაკეთებას, აუცილებლად უნა მიაქციოთ ყურადღება სტერილიზაციას. სამუშაო ინსტრუმენტები უნდა ექვემდებარებოდეს სტაციონარულ სტერილიზაციას ავტოკლავში. ეს არის 100% დაცვა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.

224cooltext164288739539947.png

- ვინაიდან ლაქი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, მისი გამოყენება სასურველი არ არის, თუმცა კარგი ხარისხის და კარგი ბრენდის ლაქი თავისუფლად გამოიყენება ორსულებში. ჩვენ ორსულებს ვურჩევთ დაასვენონ ფრჩხილები და წაისვან სამკურნალო კალციუმი. ლაქის წასმა მშობიარობის წინაც არ არის რეკომენდებული, რადგან ფრჩხილის ფერი ექიმს ბევრ მონაცემს აძლევს და ბევრ რაიმეს "კარნახობს".

ჩვენი კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრის სპეციალისტი თეა ღვინიაშვილი გვეტყვის, როგორ მოვუაროთ სახის კანს ორსულობის დროს: -

2996ორსულობა.png

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სახის კანს. ხშირია ამ დროს გამონაყარი, პატარა ლაქები და სხვა პრობლემები. მათი მოგვარება დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. ორსულებისთვის პროცედურები კეთდება სპეციალური საცხებით, რომლებიც ძირითადად წყალმცენარეებით მზადდება. წარმატებით გამოიყენება ასევე მწვანე თიხის ნიღაბი, დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც შეიცავს ჟანგაბადს და აქვს რეგენერაციის უნარი. სახის მსუბუქი პილინგი და მასაჟი საუკეთესო რელაქსაციაა ორსულისთვის. აუცილებელია რომ ყველა გამოყენებული საცხი და ნიღაბი იყოს ნატურალური და უსაფრთხო. 
97ეე.png

ორსული ქალი რომ ყველაზე ლამაზია, ამაზე არავინ დაობს. ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ორსული არ არის ავადმყოფი, გამობერილი მუცელი და დამრგვალებული ფორმები მხოლოდ დროებითი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც პატარის დაბადებისთანავე ჩვეულ პოზიციებს უბრუნდება. ბევრი ორსული ორსულობის პერიოდში გამორიცხავს თმის შეჭრას, შეღებვას, ხშირად ეს დიდ დისკომფორტსაც უქმნის მას. ორსულობის დროს თმის მოვლის შესახებ ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრის სპეციალისტი ნინო ფოფხაძე გვესაუბრება:

ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან უკვე ნებადართულია თმის შეღებვა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საღებავი იყოს უსაფრთხო როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. ორსულობის დროს თმის შესაღებად წარმატებით გამოიყენება სპეციალური, უამიაკო საღებავი, რომლის უსაფრთხოებაც დადასტურებულია. ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. შეღებვიდან საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს, რაც კიდევ უფრო ამცირებს თმის შეღებვის აუცილებლობას.

7320დ.png

- ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული მაგალითად მუქი ფერიდან ღია ფერზე გადასვლა. ამ დროს აუცილებელია მხოლოდ ისეთი საღებავებისა და ინგრედიენტების გამოყენება, რომელიც არის უსაფრთხო ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც. 
5112ს.png

- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ორსულებს დღესაც სჯერათ მითის, რომ ორსულობის დროს თმის შეჭრა არ შეიძლება. მეცნიერულად და სამედიცინო კუთხით, ორსულობის დროს თმის შეჭრის უკუჩვენება არ არსებობს. ეს ძველად გავრცელებული მითია, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვისაც არ სჯერა, რა თქმა უნდა, ხშირად გვსტუმრობს, ხოლო ვისაც სჯერა ამ მითის, ბავშვის გაჩენიდან უახლოეს დღეებში, ხშირად სახლში გაწერამდე გვაკითხავს და 9 თვის ნანატრ სურვილს ისრულებს. 9 თვის განმავლობაში თმას აუცილებლად ესაჭიროება მოვლა, რაც გულისხმობს დროდადრო თმის ბოლოების შეჭრას. ორსულებს, რომელთაც მითის სჯერათ, მშობიარობის შემდეგ ექმნებათ პრობლემები. თმა ხდება უხეში, თმის ბოლოები დაყოფილია, ამიტომ აუცილებელი ხდება თმის განაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

885თმის ცვენა.png

- პირველ ეტაპზე, აუცილებელია ვიზიტი ოჯახის ექიმთან, რომელიც დაგეხმარებათ თმის ცვენის მიზეზის გარკვევაში, შესაძლებელია ეს იყოს სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის ნაკლებობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა არ მოხდეს ზედაპირულად, მხოლოდ თმის დასაბანი საშუალებებით. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ თმის ცვენის მიზეზი, ამ პრობლემის მოგვარება სირთულეს არ წარმოადგენს. 

 

წყარო: mshoblebi.ge

გამოხმაურებები

გაორმაგებული ბედნიერება 8 წლიანი ლოდინის შემდეგ


მადლობა უფალს და მადლობა ჩაჩავას კლინიკას. მისი წყალობით 8 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გავხდი. ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენ ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება გაალამაზეთ.- ნათია

ბედნიერება, რომელსაც 11 წელი ველოდებოდით


11 წელი არ გვყავდა შვილი, იმედიც კი გვქონდა გადაწურული, რომ ოდესმე მშობლები გავხდებოდით. ამ წლების განმავლობაში ვმკურნალობდით სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის საქართველოში აღიარებულ "საუკეთესო" ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1 წლის წინ ახლობლის რჩევით მივედით ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული ექიმების დახმარებით მივიღეთ ის შედეგი, რომელზეც ამ წლების განმავლობაში ვოცნებობდით. რამდენიმე თვეში დედა გავხდები რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მთელ მედპერსონალს. პატივისცემით სოფო

მეორადი უშვილობა და ბედნიერი დასასრული


 ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი (მეორადი უშვილობა).  2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. გავიარე ბევრი ეტაპი და შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა მაგრამ უშდეგოდ.

      ჩემა  ექიმმა მითხრა რომ, დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.

2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი. ალბათ, ქალისთვის არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი ჩაჩავას კლინიკის ექიმები არიან. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. 

ნონა 31 წლის


     2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,,  უშვილობა განაჩენი არ არის’’.31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.ნონა 31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.

 

რეპროდუქციული ცენტრის მორიგი წარმატება!


„ მე ნინი მქვია, 30 წლის ვარ. 3 ძმა მყავს, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ უშვილობის პრობლემა შეგვექმნებოდა. 5 წელია შეუღლებულები ვართ, ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ველოდით ნანატრი სიტყვების გაგონებას, თუმცა- უშედეგოდ. ცხადია, არ წყდებოდა მეზობლების,ნათესავების და ოჯახის წევრების შეკითხვები ორსულობის შესახებ. ექიმთან ისე დავდიოდით მშობლებისთვის არც გვითქვამს, არ მინდოდა ნათესავებს და მეზობლებს ჭორაობა დაეწყოთ. ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული, როდესაც ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს მივაკითეთ. რეკლამა ტელევიზიით ვნახეთ, შემდეგ პირადად შევხვდით ექიმს, ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს. დღეს ფაქტი სახეზეა, თქვენს კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადა ჩემი პატარა. მთელი სიცოცხლე ვიქნები თქვენი მადლიერი და ყველას ვურჩევ, ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, იბრძოლეთ ბოლომდე და შედეგი ძალიან, ძალიან გაგახარებთ“

 

სხვა გამოხმაურებები