გამოხმაურება
მაღალი დონის კვალიფიკაცია

რეპროდუქციული ცენტრის მორიგი წარმატება!

2015-11-01

„ მე ნინი მქვია, 30 წლის ვარ. 3 ძმა მყავს, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ უშვილობის პრობლემა შეგვექმნებოდა. 5 წელია შეუღლებულები ვართ, ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ველოდით ნანატრი სიტყვების გაგონებას, თუმცა- უშედეგოდ. ცხადია, არ წყდებოდა მეზობლების,ნათესავების და ოჯახის წევრების შეკითხვები ორსულობის შესახებ. ექიმთან ისე დავდიოდით მშობლებისთვის არც გვითქვამს, არ მინდოდა ნათესავებს და მეზობლებს ჭორაობა დაეწყოთ. ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული, როდესაც ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს მივაკითეთ. რეკლამა ტელევიზიით ვნახეთ, შემდეგ პირადად შევხვდით ექიმს, ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს. დღეს ფაქტი სახეზეა, თქვენს კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადა ჩემი პატარა. მთელი სიცოცხლე ვიქნები თქვენი მადლიერი და ყველას ვურჩევ, ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, იბრძოლეთ ბოლომდე და შედეგი ძალიან, ძალიან გაგახარებთ“