+995 551 15 15 10 appointment@chachava.ge
Oтзывы
Квалификация высокого уровня

ბედნიერება, რომელსაც 11 წელი ველოდებოდით

2017-07-14

11 წელი არ გვყავდა შვილი, იმედიც კი გვქონდა გადაწურული, რომ ოდესმე მშობლები გავხდებოდით. ამ წლების განმავლობაში ვმკურნალობდით სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის საქართველოში აღიარებულ "საუკეთესო" ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1 წლის წინ ახლობლის რჩევით მივედით ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული ექიმების დახმარებით მივიღეთ ის შედეგი, რომელზეც ამ წლების განმავლობაში ვოცნებობდით. რამდენიმე თვეში დედა გავხდები რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მთელ მედპერსონალს. პატივისცემით სოფო