ამბულატორია
მაღალი დონის კვალიფიკაცია
ორსულობამდე

გეგმავთ ორსულობას? მშვენიერია, მაშ ასე წაიკითხეთ რა უნდა გააკეთოთ მანამ, სანამ დადგება სასურველი ორსულობა:  

არსებობს უამრავი რამ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი პატარა ჯანმრთელები იყოთ. 

 დაიწყეთ ვარჯიში 

ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, 30 წუთიც კი საკმარისია, იმისთვის რომ ფიზიკურად მომზადებული შეხვდეთ მშობიარობას, ასევე შეინარჩუნოთ სხეულის სასურველი ფორმა. ცურვა, სეირნობა ველოსიპედით, აერობიკა - არჩევანი თქვენზეა! 

 

1100getty_rf_photo_of_woman_working_out.jpg

 იკვებეთ ჯანსაღად

თქვენს ორგანიზმს ახლა გასაკუთრებით ჭირდება პროტეინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. სთხოვეთ თქვენს პარტნიოს მხარი აგიბათ და ერთად აუწყვეთ ფეხი ცხოვრების ჯანსაღ წესს.  თქვენი ორგანიზმი მზად უნდა იყოს პატარა სტუმრის დასახვედრად. 

 

9625getty_rf_photo_of_woman_holding_greens.jpg

  აკონტროლეთ წონა

შესაძლოა მალე სასწორზე დადგომა საერთოდ არ მოგინდეთ, მაგრამ ახლა თქვენმა ზედმეტმა სიგამხდრემ და ზედმეტმა სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით შეჯერდით რა არის თქვნთვის იდეალური წონა და ეცადეთ ეს ნიშნული შეინარჩუნოთ.  

991getty_rm_photo_of_woman_touching_stomach.jpg

 გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან

გინდათ ვინმეს ამცნოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ? დაგვიჯერეთ, გინეკოლოგზე უკეთ ახლა ვერავინ დაგეხმარებათ. გაიკეთეთ პროფილაქტიკური შემოწმებები და გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები. 

3904insurance-policies-for-couples.jpg

 

  გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან

დროა კბილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. სამკურნალო კბილები პრობლემებს შეგიქმნიან ორსულობის დროს და შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიონ. ამიტომ, ჯობს თადარიგი ახლავე დაიჭიროთ. გვეწვიეთ ჩაჩავას კლინიკის სტომატოლოგიურ კლინიკაში და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებაში. 

 

შეზღუდეთ კოფეინის მიღება

თუ ყავის გარეშე გამოფხიზლება გიჭირთ, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფინჯანზე შეჯერდეთ.  ნელ-ნელა შეზღუდეთ ყავის და ჩაის მიღება, ჩაანაცვლეთ ისინი თბილი რძით და ნატურალური წვენებით. 

 

 

  შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა!

თუ თქვენ მწეველი ხართ,ნელ-ნელა ეცადეთ საერთოდ შეწყვიტოთ მოწვევა. შესაძლოა სიგარეტმა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა, ბავშვი დაიბადოს მცირეწონიანი და ა.შ ნუ აცხოვრებთ პატარას 9 თვე სიგარეტის ბოლში და ნურც თქვენ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას.  


 

  შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები. ორსულობამდე რამდენიმე თვით ადრე და ორსულობის პერიოდშიც მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.  

 

  დაგეგმეთ ბიუჯეტი

გაითვალისწინეთ ყველა ის ხარჯი რომლის გაწევაც ორსულობის დროს და ბავშვის გაჩენის შემდეგ  მოგიწევთ.  ჩამოწერეთ შესაძენი ნივთების სია და გაანაწილეთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი. 

 

   გადახედეთ თქვენს კონტრაქტს და შრომის კოდექსს

 თუ დასაქმებული ბრძანდებით ახლავე უნდა გაერკვეთ თქვენს უფლებებში. რა მოხდება მას შემდეგ რაც ბავშვს გააჩენთ? რამდენი ხანი გაგრძელდება დეკრეტი? გადაგიხდით თუ არა თქვენი სამსახური ხელფასს ამ დროს? როგორც პატარას მშობელს რა შეღავათები გეკუთვნით და ა.შ ამ კითხვებზე პასუხები უკვე უნდა გქონდეთ. 

 

   ლაშქრობა ბავშვის გარეშე

აუცილებელი არ არის მართლაც ლაშქრობაზე წახვიდეთ, უბრალოდ აირჩიეთ ადგილი სადაც ბავშვთან ერთად ვერ წახვალთ, ჩასჭიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და განიტვირთეთ. სულ მალე ახალი თავგადასავალი დაიწყება. მანამდე კი გირჩევთ დაისვენოთ :)

 

   შეარჩიეთ ადგილი, სადაც თქვენი პატარა დაიბადება :)

ბევრი ფიქრი რომ არ დაგჭირდეთ მიჰყევით ამ ბმულს  ➡  სიცოცხლე იწყება აქ!

 

 

გამოხმაურებები

გაორმაგებული ბედნიერება 8 წლიანი ლოდინის შემდეგ


მადლობა უფალს და მადლობა ჩაჩავას კლინიკას. მისი წყალობით 8 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გავხდი. ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენ ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება გაალამაზეთ.- ნათია

ბედნიერება, რომელსაც 11 წელი ველოდებოდით


11 წელი არ გვყავდა შვილი, იმედიც კი გვქონდა გადაწურული, რომ ოდესმე მშობლები გავხდებოდით. ამ წლების განმავლობაში ვმკურნალობდით სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის საქართველოში აღიარებულ "საუკეთესო" ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1 წლის წინ ახლობლის რჩევით მივედით ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული ექიმების დახმარებით მივიღეთ ის შედეგი, რომელზეც ამ წლების განმავლობაში ვოცნებობდით. რამდენიმე თვეში დედა გავხდები რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მთელ მედპერსონალს. პატივისცემით სოფო

მეორადი უშვილობა და ბედნიერი დასასრული


 ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი (მეორადი უშვილობა).  2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. გავიარე ბევრი ეტაპი და შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა მაგრამ უშდეგოდ.

      ჩემა  ექიმმა მითხრა რომ, დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.

2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი. ალბათ, ქალისთვის არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი ჩაჩავას კლინიკის ექიმები არიან. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. 

ნონა 31 წლის


     2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,,  უშვილობა განაჩენი არ არის’’.31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.ნონა 31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.

 

რეპროდუქციული ცენტრის მორიგი წარმატება!


„ მე ნინი მქვია, 30 წლის ვარ. 3 ძმა მყავს, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ უშვილობის პრობლემა შეგვექმნებოდა. 5 წელია შეუღლებულები ვართ, ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ველოდით ნანატრი სიტყვების გაგონებას, თუმცა- უშედეგოდ. ცხადია, არ წყდებოდა მეზობლების,ნათესავების და ოჯახის წევრების შეკითხვები ორსულობის შესახებ. ექიმთან ისე დავდიოდით მშობლებისთვის არც გვითქვამს, არ მინდოდა ნათესავებს და მეზობლებს ჭორაობა დაეწყოთ. ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული, როდესაც ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს მივაკითეთ. რეკლამა ტელევიზიით ვნახეთ, შემდეგ პირადად შევხვდით ექიმს, ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს. დღეს ფაქტი სახეზეა, თქვენს კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადა ჩემი პატარა. მთელი სიცოცხლე ვიქნები თქვენი მადლიერი და ყველას ვურჩევ, ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, იბრძოლეთ ბოლომდე და შედეგი ძალიან, ძალიან გაგახარებთ“

 

სხვა გამოხმაურებები