ამბულატორია
მაღალი დონის კვალიფიკაცია

 

568412011206_513015965529182_3966545176606424015_n.png

 იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყანას ჯანმრთელი და განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია ორსულმა და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ამ „ჯადოსნური“ ცხრა თვის შესახებ.

  ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლა - ადგილი, სადაც მოუხარიათ მომავალ დედებს და არა მხოლოდ მათ! მშობელთა სკოლაში ხომ სიამოვნებით გვსტუმრობენ მომავალი მამებიც. აქ ისინი ემზადებიან თავიანთი პატარას დაბადებისთვის. 

9875mshobelta skola 3.jpg

 ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლა“. საინტერესოდ დაგეგმილ სემინარებზე თქვენ შეიტყობთ:

 

  • თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში
  • როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით
  • როგორია ორსულის კვების პრინციპები,წონის მატების ნორმები
  • ორსულის მოვლა და ჰიგიენა
  • ფიზიკური აქტივობა
  • მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება
  • ორსულობისათვის დამახასიათებელი დისკომფორტები და მათი თავიდან აცილების მეთოდები
  • მშობიარობის შემდგომი მოვლა

 

მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ როგორ მოუარონ პატარას. ჩვენი კლინიკის მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. მშობელთა სკოლაში მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ჰიგიენური დამუშავების წესებს, ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს.გარდა ამისა, მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი“, დედისა და ახალშობილის  კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე,  იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მომავალი მშობლები მშობელთა სკოლაში ეცნობიან  იმ  საშიშ ნიშნებს,  რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის მოვლისა და ზრდა-განვითარების პროცესში.

 

6100mshobelta skola 55.jpg

სემინარებზე განვიხილავთ:  

 

  • ახალშობილის მოვლას და ჰიგიენის საკითხებს;
  • ახალშობილის კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • ვისუაბრებთ ძუძუთი კვების უპირატესობებზე,წარმატებული ძუძუთი კვების პრინციპებზე.
  • ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას და მოგამზადებთ თქვენს პატარასთან შესახვედრად. 

 

 თითოეული სემინარი გამდიდრებულია  თემატური ვიდეომასალის ჩვენებით.

მნიშვნელოვანია ორსულისა და მისი მეუღლის ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობის  პროცესისადმი. მომავალი მშობლები მშობიარობას უნდა ელოდებოდნენ არა შიშით, არამედ მომავალი სიხარულის მოლოდინით. მშობელთა სკოლა დაგეხმარებათ, მომზადებული შეხვდეთ ამ საპასუხისმგემლო მომენტს. 

6131IMG_5208.JPG

როგორც ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგები აღნიშნავენ, მშობიარეებს, რომელთაც „მშობელთა სკოლაში“ აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ სამპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები. შესაბამისად, ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს საგრძნობლად მცირდება. 

808IMG_5158.JPG

მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით შეისწავლით   მშობიარობის მართვას (ტკივილდაყუჩება, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება). ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლაში“ ფუნქციონირებს ჯგუფები, სადაც სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშების შესრულება.

2834mshobelta skola 2 .jpg

ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს ორსულობის პერიოდში და შეგიმსუბუქდებათ მშობიარობის პროცესი, ამასთანავე უფრო მალე დაიბრუნებთ სხეულისთვის საწყის წონას მშობიარობის შემდეგ.

5120mshobelta skola 1.jpg

ორსულობის შემდეგ მოხდენილი ფიგურის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრს. 

 

 

 

მშობელთა სკოლაში მიღება უკვე დაიწყო! იჩქარეთ!

ჩასაწერად დაგვიკავშირიდთ ნომერზე 2 95 33 11 

 

 

 


 

 

 

 

 



 

გამოხმაურებები

გაორმაგებული ბედნიერება 8 წლიანი ლოდინის შემდეგ


მადლობა უფალს და მადლობა ჩაჩავას კლინიკას. მისი წყალობით 8 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გავხდი. ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენ ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება გაალამაზეთ.- ნათია

ბედნიერება, რომელსაც 11 წელი ველოდებოდით


11 წელი არ გვყავდა შვილი, იმედიც კი გვქონდა გადაწურული, რომ ოდესმე მშობლები გავხდებოდით. ამ წლების განმავლობაში ვმკურნალობდით სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის საქართველოში აღიარებულ "საუკეთესო" ექიმებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1 წლის წინ ახლობლის რჩევით მივედით ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული ექიმების დახმარებით მივიღეთ ის შედეგი, რომელზეც ამ წლების განმავლობაში ვოცნებობდით. რამდენიმე თვეში დედა გავხდები რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მთელ მედპერსონალს. პატივისცემით სოფო

მეორადი უშვილობა და ბედნიერი დასასრული


 ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი (მეორადი უშვილობა).  2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. გავიარე ბევრი ეტაპი და შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა მაგრამ უშდეგოდ.

      ჩემა  ექიმმა მითხრა რომ, დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.

2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი. ალბათ, ქალისთვის არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი ჩაჩავას კლინიკის ექიმები არიან. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. 

ნონა 31 წლის


     2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები, როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,,  უშვილობა განაჩენი არ არის’’.31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.ნონა 31 წლის,
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ორსულობის პრობლემა შემექმნებოდა, იმისათის
რომ დაოჯახებისთანავე შემეძინა გოგონა, რომელიც 7 წლისაა, თუმცა ამის შემდეგ
წამოვიდა ბევრი ისეთი პრობლემა რაც საშუალებას არ მაძლევდა გამეჩინა მეორე შვილი
(მეორადი უშვილობა). 2012 წელს გავიკეთე საშვილოსნოს გარეთ ორსულობის
ოპერაცია, რასაც მოჰყვა მარცხენა მილის ამოკვეთა, დაიწყო მოლოდინი იმისა რომ ისევ
შევძლებდი დაორსულებას, მაგარამ უშედეგოდ, ბევრი ფიქრი არ იყო საჭირო იმისათვის
რომ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მივსულიყავი, ჩემი ნდობა მიმართული იყო ჩაჩავას
კლინიკის მიმართ, სადაც საქმისადმი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და
პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა. (ცხოვრება იწყება აქ). გავიარე ბევრი ეტაპი და
შესაბამისი პროცედურები იმისათვის რომ, ბუნებრივი გზით მიგვეღო ორსულობა
(ლაპარასკოპია,ფოლიკულის მონიტორინგი, ინსემინაცია, მილების გამტარიანობა და ა.შ)
მაგრამ უშდეგოდ.
ჩემა პირადმა ექიმმა, ქალბატონმა, ოლიკო მურგულიამ მომახსენა რომ,
დაორსულების შანსი მქონდა მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგანაც მქონდა
ერთი მილი და ისიც გაუმტარი. ნამდვილად არ მიმიღია ეს ტრაგედიად, რადგანაც
ქალისთვის აუცილებელი პირობაა იყო შვილების დედა. მთავარია საკუთარი თავის
ფსიქოლოგიურად მომზადება და ბრძოლა მომავალი დედობისთვის.
2016 წლის 25 ივნისს გავიკეთე ინ ვიტრო განაყოფიერება, პირველივე მცდელობით
მივიღეთ შედეგი ,,შედეგი, რომლითაც, ჩემი ვაჟკაცი, 2017 წლის თებერვალში
მოევლინება ქვეყანას’’., ალბათ ქალისთვის არარსებობს იმაზე მეტი ბედნიერი წუთები,
როდესაც ეტყვიან რომ, ორსულობა შედგა, ამ ორსულობის ავტორები კი თავად ჩაჩავას
კლინიკის პროფესიონაზმია. ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ჩაჩავას
კლინიკას, იბრძოლეთ უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისათვის. (მადლობა თქვენ
ამ ბედნიერი წუთებისთვის) ,, უშვილობა განაჩენი არ არის’’.

 

რეპროდუქციული ცენტრის მორიგი წარმატება!


„ მე ნინი მქვია, 30 წლის ვარ. 3 ძმა მყავს, ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენ უშვილობის პრობლემა შეგვექმნებოდა. 5 წელია შეუღლებულები ვართ, ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ველოდით ნანატრი სიტყვების გაგონებას, თუმცა- უშედეგოდ. ცხადია, არ წყდებოდა მეზობლების,ნათესავების და ოჯახის წევრების შეკითხვები ორსულობის შესახებ. ექიმთან ისე დავდიოდით მშობლებისთვის არც გვითქვამს, არ მინდოდა ნათესავებს და მეზობლებს ჭორაობა დაეწყოთ. ყველანაირი იმედი გვქონდა გადაწურული, როდესაც ჩაჩავას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს მივაკითეთ. რეკლამა ტელევიზიით ვნახეთ, შემდეგ პირადად შევხვდით ექიმს, ბატონ ჰაკან ქონზინოღლუს. დღეს ფაქტი სახეზეა, თქვენს კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადა ჩემი პატარა. მთელი სიცოცხლე ვიქნები თქვენი მადლიერი და ყველას ვურჩევ, ნურაფერს დაელოდებით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, იბრძოლეთ ბოლომდე და შედეგი ძალიან, ძალიან გაგახარებთ“

 

სხვა გამოხმაურებები