გამოხმაურება
მაღალი დონის კვალიფიკაცია

ჩემო საყვარელო „ჩაჩავა"


ჩემი პირველი სიხარული, ლუკა დაიბადა ჩაჩავაში 2010, 12 ივლისს , პეტრე-პავლობას. მეორე- მათე 2012-ში, 25 ივლისს და ახლა 2015 ში, აგვისტოში ველოდები მესამეს, ამჯერად გოგოს, ჯანმრთელს უფლის წყალობით და უვნებელს თქვენი მედ. პერსონალის პროფესიონალიზმით. რა თქმა უნდა კომფორტი, ჰიგიენა, ყურადღება უმაღლეს დონეზეა ჩაჩავაში, მაგრამ მაინც ორსულს მისი და მისი მომავალი პატარას უსაფრთხოება აღელვებს ყველაზე მეტად. არავინ იცის ჩვენზე უკეთ რა ტრიალებს ჩვენს გულში და ფიქრებში როცა ფაქტის წინაშე დგები, როცა იცი რომ უკვე წუთები გაშორებს შენს პატარას და მთელი შენი არსებით შენი ექიმის და დამხმარე პერსონალის ხელში ხარ!. იმიტომ მოვდივარ მესამედ ჩაჩავაში რომ ვიცი პროფესიონალი გუნდი გყავთ! გისურვებთ ბევრი ოჯახი ყოფილიყოს თქვენით ბედნიერი! “ - ლუკა და მათეს დედა, თეა თხელიძე

„ჩვენ დავიბადეთ ჩაჩავაში“


„ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მშობიარობის პროცესის, ისე შემდგომი ეტაპის თქვენს კლინიკაში გატარებით. ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები თქვენთან ერთად განვიცადე. p.s არასდროს დამავიწყდება თქვენი კერძების გემო“ - თამუნა გორგილაძე, 5 თვის იოანე ბუძის დედიკო

მადლობა, რომ დედა გავხდი!


უშვილობა განაჩენი არ არის! 

„ორი წელი არ მყავდა პატარა. მკურნალობის რა მეთოდი აღარ ვცადე. ბოლოს, ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში მოვედი. შედეგი კი სახეზეა, ჩემი პატარა ანასტასია 2015 წლის 31 მაისს ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ პერსონალს ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრისთვის. დიდი მადლობა ამ დიდი შრომისთვის!“ - ეთო გაბრიჩიძე