რენტგენის კაბინეტი


რენტგენოლოგიური კვლევით შესაძლებელია:

  • ფილტვებისა და შუასაყრის ორგანოების ინფექციური, სიმსივნური და სხვა დაავადებების დიაგნოსტირება;
  • ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, გამრუდება), ინფექციური, ანთებითი და სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნაწილების, ტრავმული დაზიანებების (მოტეხილობები), ინფექციური და სიმსივნური ცვლილებების დიაგნოსტირება;
  • თავის ქალისა და ცხვირის დანამატი წიაღების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) დაავადებების დიაგნოსტირება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დინამიური კვლევა კონტრასტით (ბარიუმის ფაფით);
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია - საშვილოსნოსა და ფალოპის მილების გამავლობის კონტრასტული გამოკვლევა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია უშვილობის დიაგნოსტიკაში.

     
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანამედროვე ციფრული რენტგენის აპარატები ნაკლები ინტენსივობის, ხანმოკლე დასხივებას აღიქვამენ. რენტგენის სხივი არასოდესაა მიმართული პირდაპირ შინაგან ორგანოებზე და მათი ზემოქმედება მხოლოდ ირიბია.

ჩაჩავას კლინიკაში გამოიყენება უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატი – Siemens Axiom Iconos MD, 2010 (Germany). აღნიშნული მოდელის რენტგენის აპარატი სხვა ანალოგებისაგან გამოირჩევა მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებით, ახასიათებს საუკეთესო ვიზუალიზაცია, გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა.