კვლევა-განვითარება

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებები:

“ჩაჩავას კლინიკის” სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: "

პერინატალური პათოლოგია" და "გარემო ფაქტორებისგავლენა ნაყოფსა და ახალშობილზე".

კლინიკისათვის ასევე პრიორიტეტულია ნაყოფისა და ახალშობილის ფუნქციური

მდგომარეობისშესასწავლად ელექტროფიზიოლოგიური მეთოდების დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა.

კლინიკაში პირველად, ჯერ კიდევ 1961 წელს, შეიქმნა ნაყოფის პირდაპირი ელექტროკარდიოგრაფიისა

დაელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდები, რომელიც საფუძვლად დაედო პერინატოლოგიის ახალ დარგს

- ნაყოფის ელექტროფიზიოლოგიისჩამოყალიბებას. გარდა აღნიშნულისა, კლინიკაში შეისწავლება პრობლემა: "ნაყოფი და ტკივილი". შექმნილია ნაყოფზე ტკივილის გავლენისშესასწავლი ექსპერიმენტული მოდელი,

მიმდინარეობს ტკივილის ფენომენის ნეიროქიმიური და ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებისშესწავლა.

კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევებით პირველად დადგინდა, რომ ნაყოფს გააჩნია ავტონომიური

რეგულაციის უნარი.დაგეგმილია გამოკვლევები ნაყოფისა და ახალშობილის ტკივილით განპირობებული

შოკის დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებისშესასწავლად.

ექოსკანირებისა და დოპლერომეტრული მეთოდების გამოყენებით კლინიკაში შესწავლილ იქნა პლაცენტარული

სისხლის მომოქცევისთავისებურებანი და კანონზომიერებანი ნაყოფის ჰიპოტროფიისა და ნაადრევი მშობიარობის დროს.

კლინიკაში ტარდება ფართე მასშტაბის გამოკვლევები ორსულთა მედიკო-გენეტიკური კონსულტირებისა

და თანდაყოლილიგანვითარების მანკების მეცნიერული შესწავლის მიზნით.

 

 

 

 

მუდმივი კვლევა და განვითარება
ჯანმრთელობისთვის!

 

 

 

შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები:

  • დრომდემიუტანელი ორსულობის პროგნოზირების თანამედროვე მიდგომის შესახებ.
  • თანდაყოლილი ანომალიების პრენატალური სკრინინგისა და დიაგნოსტიკის განვითარება საქართველოს რესპუბლიკაში
  • -ერთობლივი ეპიდემიოლოგიური კვლევა "ვაშინგტონის უნუვერსიტეტი" - სიეტლი, Swedish Medical Center
  • დადგენილია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მანკების სიხშირე (აკრანია, ანენცეფალია, sp. bifida) - 2,8%.
  • მულტიდისციპლინარული საერთაშორისო კვლევა "დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს რესპუბლიკაში:
  • რეალობა, პრობლემები და პერსპექტივები" -"ვაშინგტონის უნივერსიტეტი" - სიეტლი
  • Apis melifica da Bronia alba-ს რანდომიზირებული ორმაგი ბრმა კვლევა 18-დან 55 წლის ასაკის მელოგინე ქალებშიმკვდრადშობადობის
  • და მახინჯი ნაყოფით მშობიარობის
  • შემდეგ.

მიმდინარე სამეცნიერო კვლევები:

  • მაღალი რისკის ორსულობისა და მშობიარობის დროს ეფექტური სამეანო დახმარების პრინციპების დამუშავება
  • მტკიცებითიმედიცინის საფუძველზე.
  • სტრეს-მოლოდინის ფენომენი და ორსულობა იძულებით ადგილგადანაცვლებულ პირებში.
  • ნაყოფის ზრდა განვითარების შეფერხების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების პოპულაციური შესწავლა.
  • საქართველოში თანდაყოლილ ანომალიათა და მემკვიდრულ დაავადებათა (ფენილკეტონურია, ჰიპოთირეოზი,გალაქტოზემია და სხვა)
  • სკრინინგ ტესტირება, რეგისტრის შექმნა და სამკურნალო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება.