დონაცია/სუროგაცია



თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც ორსულობა ან/და მშობიარობა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლებელი ან სახიფათოა, გამოვიყენოთ სუროგაციის პროგრამა და მკურნალობის პროცესში სუროგატი დედის ჩართვა.

 

როდის ხდება საჭირო სუროგაცია?

  • ისეთი დაავადებების არსებობის დროს, როდესაც იქმნება ორსულობის დროს ქალის ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის საშიშროება (შაქრიანი დიაბეტი, სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.);
  • საშვილოსნოს არარსებობა განვითარების თანდაყოლილი მანკის გამო და საშვილოსნოს ანატომიური პრობლემები;
  • საშვილოსნოს არარსებობა ჰისტერექტომიის (ოპერაციული გზით საშვილოსნოს ამპუტაციის) ან ექსტირპაციის გამო;
  • წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (ენდომეტრიუმის ბაზალური და ფუნქციონალური შრის დაზიანება, აშერმანის სინდრომი);
  • მრავლობითი, სხვადასხვა ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძის არსებობა;
  • რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მცდელობა;
  • მრავალჯერადი თვითნებური აბორტი.

თავდაპირველად, რეპროდუქტოლოგი უშვილო წყვილის ჯანმრთელობას აფასებს. თუ მისი რეკომენდაციით, ბიოლოგიური შვილის ყოლისთვის სუროგატი დედა ხდება საჭირო, მაშინ მომავალი მშობლები მას ჩვენი კლინიკის ბაზიდან ირჩევენ.


ჩვენს ცენტრში, სუროგაციის დახმარებით, უკვე არაერთი წყვილი გახდა მშობელი.