წყალში მშობიარობის ბლოკი - 1500 ლარი

პირველად საქართველოში-სრულად მშობიარეზე მორგებული სპეციალური აუზი!

სრულყოფილი ფიზიოლოგიური მშობიარობა წყალში!

სპეციალური სამშობიარო აუზი ინგლისში, 95 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ ჩაჩავას კლინიკის დაკვეთით დამზადდა.

მაღალი ხარისხის მასალა, განსაკუთრებული დიზაინი, მშობიარის ფიზიოლოგიასთან ადაპტირებული ფუნქციური შესაძლებლობები უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ ფიზიოლოგიურ მშობიარობას წყალში.

მშობიარეს აქვს თავისუფალი და კომფორტული სივრცე გადაადგილებისთვის, ის ადვილად იღებს მშობიარობის დროს მისთვის ხელსაყრელ პოზიციას.

სამშობიარო აუზში თითოეული დეტალი გათვლილია იმისთვის, რომ თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს მშობიარობის პროცესში ჩართულმა ყველა პირმა (მშობიარე,მეანი, ბებიაქალი, პარტნიორი)

სადრენაჟო და საყრდენი სისტემები, კომფორტული სავარძელი, პანელთან მისასვლელი საფეხურები, განათების სისტემა, სპეციალური მოაჯირები უზრუნველყოფს ქალის მაქსიმალურ კომფორტს და აადვილებს მშობიარობის პროცესს.

წყალში მშობიარობის ღირებულება - 1500 ლარი

თანხას ემატება პალატის ღირებულება, პალატა შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს საიტზე: პალატები