ლუქს A კატეგორია - 1625 ლარიანი პაკეტი
*საიტზე წარმოდგენილ ფასებს უკვე გამოკლებული აქვს საყოველთაო დაფინანსების თანხა.
ფიზიოლოგიური მშობიარობა - 1625 ლარი
საკეისრო კვეთა - 2320 ლარიდან 2620 ლარამდე
პაკეტის ღირებულებაში შედის:
- ფიზიოლოგიური მშობიარობა ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში;
- 3 საწოლდღე ლუქსის ტიპის ერთადგილიან პალატაში;
- სრული სამედიცინო მომსახურება;
- დედისა და ახალშობილისთვის საჭირო ნივთები;
- თქვენთვის სასურველი ადამიანის პალატაში დარჩენის შესაძლებლობა (დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში);
- ოთხჯერადი კვება.
კლინიკაში მოქმედებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაზღვევა:
- ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს 500 ლარს;
- საკეისრო კვეთის შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს 800 ლარს;
- მოთხოვნით საკეისრო კვეთის შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს 500 ლარს.