ეს ის ადგილია, სადაც თქვენს პატარას პირველად შეხვდებით. ჩვენი კლინიკის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში მოწყობილი ინფრასრტუქტურა მთლიანად ოჯახზეა ორიენტირებულიაქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. იქნებით საყვარელი ადამიანების და პროფესიონალი გუნდის გარემოცვაში.

ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რითაც კონტროლდება დედისა და ნაყოფის,ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია

ბლოკები უზრუნველყოფილია სამედიცინო გაზებით, ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატებით. ასეთია დრეგერის ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს გაეწიოს დროული სამედიცინო დახმარება

ინდივიდუალური ბლოკები აღჭურვილია უახლესი, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილიროგორც ინფექციური ასევე სხვა გართულებების რისკი.
 

განსაკუთრებული სითბო, ზრუნვა, ყურადღება, როგორც პერსონალის, ისე მშობიარის უახლოესი ადამიანების მხრიდან უზრუნველყოფს მშობიარობის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას. ყოველივე ეს სწორ სამედიცინო დახმარებასთან ერთად არის გარანტი იმისა, რომ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს!