საკეისრო კვეთა ჩაჩავას კლინიკაში
ორსულობა და მშობიარობა ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მშობიარობის ბუნებრივი გზით დასრულება, დედისა და ნაყოფის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე და აუცილებელი ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება;
ჩაჩავას კლინიკა მომზადებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. საოპერაციო ბლოკებით აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტს გაეწიოს დახმარება ნებისმიერი გართულების შემთხვევაში;
საოპერაციო ბლოკები უზრუნველყოფილია ულტრათანამედროვე, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით;
საოპერაციო ბლოკში კედლები და იატაკი დაფარულია ვინილის ბაქტერიციდული საფარით;
უახლესი სავენტილაციო სისტემის საშუალებით წუთში ოცჯერ ხდება ჰაერცვლა, რისი საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციური გართულებების რისკი;
განსაკუთრებული გარემო უზრუნველყოფს მშობიარის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას;
ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი პატარას უსაფრთხოებაზე.
საკეისრო კვეთის შემდეგ 2 საათში თქვენ და თქვენი პატარა გადახვალთ თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ პალატაში