ანტენატალური მეთვალყურეობა
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი პერიოდია.
ყველა დედის სურვილია, მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს. ამისთვის აუცილებელია, შვილზე ზრუნვა სწორედ მუცლადყოფნის პერიოდიდან დაიწყოს.
რა არის საჭირო იმისათვის რომ ორსული ჩაჩავას კლინიკაში დადგეს აღრიცხვაზე ?
პირველი ნაბიჯი: მობრძანდით ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკურ ცენტრში და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 95 33 11
იმისათვის, რომ ორსულმა ისარგებლოს სახელმწიფო ვაუჩერით, აუცილებელია მისი გესტაციის ვადა არ აღემატებოდეს 12 კვირას.
ჩაჩავას კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას,
რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო.
შესაბამისად, 2018 წლის პირველი თებერვლიდან ამ პროგრამის ფარგლებში ორსულისთვის 8 ვიზიტი უფასოა.
ისარგებლეთ 8 უფასო ვიზიტით
მთელი ორსულობის განმავლობაში
*თუ პაციენტი თავად ირჩევს კონკრეტულ ექიმს,
ვიზიტის ღირებულება გახლავთ 15 ლარი
პირველი ვიზიტი - მე-12 კვირამდე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის კულტურალური გამოკვლევა
სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)
ულტრაბგერითი გამოკვლევა
მეორე ვიზიტი - ორსულობის მე-20 კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ულტრაბგერითი გამოკვლევა
მესამე ვიზიტი - ორსულობის 26-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა
რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეექვსე ვიზიტი- ორსულობის 36-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა
მეშვიდე ვიზიტი- ორსულობის 38-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მერვე ვიზიტი - ორსულობის მე-40 კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა