ფიზიოლოგიური მშობიარობა

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც უკვე საუკუნეზე მეტია ყოველი დილა ახალი სიცოცხლის დაბადებით იწყება. ეს არის ადგილი, სადაც მშობიარე თავს გრძნობს კომფორტულად და დაცულად, ახალი სიცოცხლის დაბადება კი ნამდვილი დღესასწაულია!

ჩაჩავას კლინიკის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში მოწყობილი ინფრასრტუქტურა მთელს ოჯახზეა ორიენტირებული.

სამშობიარო ბლოკი აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რომლის საშუალებითაც კონტროლდება დედისა და ნაყოფის, ასევე ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია.

ბლოკები უზრუნველყოფილია სამედიცინო გაზებით, ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატურით. ასეთია დრეგერის ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს დროულ სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

ბლოკები აღჭურვილია უახლესი, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით, რისი საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი როგორც ინფექციური, ასევე სხვა გართულებების რისკი.

განსაკუთრებული სითბო, ზრუნვა, ყურადღება, როგორც პერსონალის, ისე მშობიარის უახლოესი ადამიანების მხრიდან, უზრუნველყოფს მშობიარობის დროს ფსიქო-ემოციურ წონასწორობას.

ყოველივე ეს სწორ სამედიცინო დახმარებასთან ერთად არის გარანტი იმისა, რომ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს!

 

                                                                                              

 

  მშობიარობის შემდეგ 2 საათში თქვენ და თქვენი პატარა გადახვალთ თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ პალატაში.

 

პალატები