სიცოცხლე იწყება აქ!

 

 

 

 

 

საკეისრო კვეთა ჩაჩავას კლინიკაში

 

 

 

ორსულობა და მშობიარობა ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მშობიარობის ბუნებრივი გზით დასრულება, დედისა და ნაყოფის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე და აუცილებელი ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება;

ჩაჩავას კლინიკა მომზადებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. საოპერაციო ბლოკებით აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტს გაეწიოს დახმარება ნებისმიერი გართულების შემთხვევაში;

საოპერაციო ბლოკები უზრუნველყოფილია ულტრათანამედროვე, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით;

საოპერაციო ბლოკში კედლები და იატაკი დაფარულია ვინილის ბაქტერიციდული საფარით;

უახლესი სავენტილაციო სისტემის საშუალებით წუთში ოცჯერ ხდება ჰაერცვლა, რისი საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციური გართულებების რისკი;

 განსაკუთრებული გარემო უზრუნველყოფს მშობიარის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას;


ჩვენ ვზრუნავთ თქვენი და თქვენი პატარას უსაფრთხოებაზე.

 

საკეისრო კვეთის შემდეგ 2 საათში თქვენ და თქვენი პატარა გადახვალთ თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ პალატაში