კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ადამიანს კანზე და რბილ ქსოვილებში უჩნდება წარმონაქმნები, რაც საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა (სამედიცინო ენაზე - Neoplasm).
მათი დაყოფა შეიძლება სახეობების მიხედვით: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საშიშროებით) და ავთვისებიანი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ ონკოლოგ, ლევან ჩოლოყაშვილთან http://bit.ly/1PfF5jS
დიაგნოსტიკის უახლესი
მეთოდები
ჩვენს კლინიკაში დიფერენციალური დიაგნოსტირება კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ხდება ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპით, ასპირაციული და საჭიროების შემთხვევაში კი ტრეპან ბიოფსიით. ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი, სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის.
ონკოლოგიის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე, ავთვისებიანი სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, რათა არ განმეორდეს სიმსივნური ზრდა.
კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში, წარმონაქმნების მოსაცილებლად, ქირურგიული გზით ამოკვეთის გარდა, ჩვენ ვიყენებთ:
- ამერიკულ Bovie-ს ფირმის თანამედროვე თერმოქაუტერს;
- ბრიტანულ Spilby-ს CO2 კრიოდესტრუქტორს;
- Brymill-ის აზოტის კრიოდესტრუქტორს;
- Ethicon-ის რადიოსიხშირულ კოაგულატორს;
- ცირკულარულ სკალპელ-პოინტერს და ქიმიურ რეაგენტებს.
მეთოდების ფართო სპექტრი საჭიროა შემდეგი მახასიათებლების გასათვალისწინებლად:
- სად მდებარეობს წარმონაქმნი (სახეზე თუ სხეულის სხვა ნაწილში, სადაც შედარებით უხეში კანია);
- როგორი ტიპის ზრდა აქვს - კანქვეშა (ეგზოგენური), კანის ზედაპირზე, თუ გრძელ ფეხზე (ენდოგენური);
- როგორი უჯრედული შენებისაა წარმონაქმნი. ამოღებული წარმონაქმნი იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ და საჭიროების შემთხვევაში იმუნოჰისტოქიმიურ კვლევებზე.
ექიმთან დროული ვიზიტი, დიაგნოსტირება და ოპტიმალური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სიმსივნის ზრდას და მის შესაძლო მეტასტაზირებას. დაგვიანებული მიმართვა მკურნალობას ართულებს და საჭიროებს ისეთი მეთოდების ჩართვას, როგორებიცაა: ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია.