ორთოდონტული სტომატოლოგია

ჩვენი კლინიკის ორთოპედული სტომატოლოგიური მომსახურება უზრუნველყოფს ესთეტიკური და ფუნქციური დეფექტების კორექციას.
ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში შეძლებთ დაშლილი, დაზიანებული, ფერშეცვლილი გვირგვინებისა და დაკარგული კბილების აღდგენას

 

მოუხსნელი კონსტრუქციებიკერამიკული ვინირი

ვინირი თხელი ფაიფურის ფირფიტაა, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე. ის განკუთვნილია ფრონტალური (წინა) კბილებისთვის, როდესაც აღინიშნება ესთეტიური დეფექტები (არასასურველი ფორმა, ფერი, მრავლობითი ბჟენები, დიასთემა, ბზარები, ემალის ფლუოროზი, და ა.შ.).
ვინირებისას დაზოგვით მუშავდება კბილის მხოლოდ წინა ზედაპირი.

ვინირებს გააჩნიათ სიმტკიცე და შეუდარებელი ესთეტიკა.

 

 

 

 


დაშლილი, დაზიანებული, ფერშეცვლილი
გვირგვინებისა და დაკარგული კბილების აღდგენა

 

 

 

 

 

უმეტალო კერამიკა ცირკონის ოქსიდის საფუძველზე 

მას გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები:

  • სიმტკიცე;
  • მორგების სიზუსტე;
  • კარგი ადჰეზიის (მიწებების) უნარი კბილის ქსოვილებთან;
  • სიმსუბუქე;
  • ბიოშეთავსებადობა (არ ახასიათებს ალერგიულობა).

გვირგვინის მორგების სიზუსტეს დამუშავებულ კბილზე ცირკონის ოქსიდის კარკასი განაპირობებს. იგი, თავდაპირველად, სათანადო პროგრამით კომპიუტერში მოდელირდება,
შემდეგ კი სპეციალურ აპარატში იჩარხება (მზადდება ლაზერული სკანერის და კომპიუტერის დახმარებით). 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

მეტალოკერამიკის გვირგვინები 

მეტალის კარკასი მზადდება ორგანიზმისთვის უსაფრთხო გერმანული შენადნობისგან (Cr-Co). კარკასი მაღალი სიზუსტით ჩამოისხმება სპეციალურ ვაკუუმ-აპარატში. შემდეგ ხდება კერამიკის მასების დადება და გამოწვა თანამედროვე კერამიკის ღუმელში. ასე მომზადებული გვირგვინი სრულებით არ განსხვავდება მეზობლად მდებარე ბუნებრივი კბილისაგან. დროთა განმავლობაში არ ხდება მისი გამუქება და ფერშეცვლა. იგი არ არის ალერგიული და მისი სიმყარე, გამძლეობა, ცვეთმედეგობა და ბუნებრივი ელვარება მეტალოკერამიკას შეუცვლელს ხდის, მოუხსნელ კონსტრუქციათა შორის.
 

იმპლანტაცია 

იმპლანტაცია ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე სტომატოლოგიაში. დენტალური იმპლანტაცია იძლევა უნიკალურ საშუალებას, აღვადგინოთ დანაკლისი კბილები მეზობელი კბილების დაბჟენისა და დამუშავების გარეშე. ასევე, ხელს უწყობს თავიდან ავიცილოთ დარჩენილი კბილების გადანაცვლება დაკარგული კბილის მიდამოში, გამოვასწოროთ ღეჭვითი ფუნქცია და ვიზუალური მხარე.

იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც იხრახნება ყბის ძვალში, ხოლო მასზე ფიქსირდება გვიგვინი, ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი. იმპლანტაცია უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით და არ წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ პროცედურას პაციენტისთვის. 
 

ნეილონის (ელასტიურიპროთეზი

ნეილონი მედიცინაში  ფართოდ გავრცელებული მასალაა. სხვა პროთეზებისგან განსხვავებით, ნეილონის პროთეზი არ შეიცავს დამატებით საფიქსაციო საშუალებებს. იგი ესთეტიური და მსუბუქია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია. 
 

ბიუგელისებრი პროთეზი  

გამოიყენება კბილის მრავლობითი დაკარგვის დროს, განსაკუთრებით ე/წ „დაბოლოებითი დეფექტებისას“, როცა აღარ გაგვაჩნია ბოლო კბილი. ეს კონსტრუქცია, ჩვეულებრივი პლასტმასის პროთეზისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს ღეჭვითი ძალის გადანაწილებას ღრძილსა და საყრდენ კბილებს შორის. ჩვენს კლინიკაში მზადდება სხვადასხვა სირთულის ბიუგელი, როგორ „ნეის“ კლამერებით, ასევე ატაჩმენტებით. 

 

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!
გამოსცადეთ თანამედროვე სტომატოლოგიის უნიკალური შესაძლებლობები.