სპეციალური პროგრამა ორსულებითვის და მეძუძური დედებისთვის!

მითი იმის შესახებ, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი - მცდარია.
ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც ხშირად მდგომარეობას ამძიმებს.

ორსულობის პერიოდში კონსულტაცია აუცილებელია რამდენჯერმე, რათა მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება, მდგომარეობის შეფასება და პაციენტის ინფორმირება.
ასევე, აუცილებელია საჭირო და გადაუდებელი პრობლემების მოცილება, ან დროებით მათი შეჩერება.

 

 

 

 

 

სპეციალური პროგრამა ორსული
და მეძუძური დედებისთვის

 

 

 

 

 

პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში.
ხშირად პაციენტი აღნიშვნავს ტოქსიკოზის არსებობას და ღებინების შეგრძნების გამო უჭირს კბილების გახეხვა. ასევე, დათვალიერებით აღენიშნება ნადები, ქვები, ღრძილებიდან სისხლდენა და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. შესაბამისად იწყება პრობლემები და ვითარდება მეორადი კარიესი. პაციენტებს სჭირდებათ რჩევები პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ:

  • კბილებს გახეხვა აუცილებელია ყოველი ჭამის შემდეგ;
  • ჯაგრისი უნდა შეიცვალოს  2-3 თვეში ერთხელ;
  • ხშირად ვესტუმროთ სტომატოლოგს.

ჩვენ ვმუშაობთ გუნდური პრინციპით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გინეკოლოგებთან, ერთობლივად ვირჩევთ ინდივიდუალურ მკურნალობას და სამკურნალო საშუალებებს ორსულობის ვადის და ნაყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით!

 

 

 

 


უმტკივნეულო სამკურნალო
პროცედურები