ვულვო-ვაგინალური ატროფიის მკურნალობა ჟანგბადითა და ჰიალურონის მჟავით

პირველად საქართველოში!მხოლოდ ჩაჩავას კლინიკაში! ვულვო-ვაგინალური ატროფიის მკურნალობა ჟანგბადითა და ჰიალურონის მჟავით Caress Flow მეთოდით! აღნიშნული პროცედურის შესახებ გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, თამთა ჯაფარიძე: 

რა არის ვულვო-ვაგინალური ატროფია? 
ვულვო-ვაგინალური ატროფია (ვვა) არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ყოველ მეორე ქალს აღენიშნება პოსტმენოპაუზურ პერიოდში.  ურეთრო-ვაგინალური ატროფია ასევე ხშირია ახალგაზრდა ქალებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში. სიმპტომები მოიცავს
 - ვაგინალური სიმშრალეს, გაღიზიანებას, ქავილს, დიზურიასა და  დისპარეუნიას. (ვვა) ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი და არასაკმარისად დიაგნოზირებულია.  ქალების 63%-მა არ იცის რომ ეს ქრონიკული დაავადებაა. 
 

რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას? 
ვულვო-ვაგინალური ატროფიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია. შედეგად ვითარდება ვაგინალური ეპითელიუმის მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევები. 
ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავების დარღვევა კი იწვევს: 
●    ვულვის ლორწოვანის სიმკვრივისა და სისქის შემცირებას
●    საშოს მიკრობიოტის ცვლილებას 

ამ პრობლემის მკურნალობის რა და რა გზები არსებობს? 
•    მედიკამენტოზური
•    ინვაზიური პროცედრურები:   
ლაზერი (აბლაცია) რადიოსიხშირული ჩარევა (გათბობა) 
რას გვეტყვით Caress Flowს მკურნალობის მეთოდზე? 

  • Caress Flow – ორი ბუნებრივი ელემენტის სინერგიაა.
  • Caress Flow  არის სამეცნიერო მიღწევა, რომელიც ოთხწლიანი კვლევის შემდეგია.
  • მოლეკულური ჟანგბადი ააქტიურებს მიკროცირკულაციას,ხელს უწყობს ნეოანგიოგენეზს,ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას,ასტიმულირებს უჯრედთა ცვლას, შედეგად უმჯობესდება ქსოვილთა ელასტიურობა.
  • ჰიალურონის მჟავა უზრუნველჰყოფს მაღალ დატენიანებას რაც ქსოვილს ეხმარება შეინარჩუნოს ელასტიურობა და ტურგორი. 
  • ჟანგბადისა და დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის კომბინაციის გამოყენება საგრძნობლად  ამცირებს  ვაგინალურ სიმშრალეს,  ასტიმულიტებს ქსოვილების დატენიანებასა და სიმტკიცეს.
     

პროცედურის ხანგრძლივობა არის 15 წუთი. პირველი 10 წუთის განმავლობაში ხდება ჟანგბადის მიწოდება Caress Flow-სა და ერთჯერადი კანულების გამოყენებით. მომდევნო 5 წუთში ხდება ჟანგბადისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაციის  მიწოდება.
 
რა უპირატესოსბები აქვს აღნიშნულ მეთოდს პაციენტისთვის?
პროცედურა არის უმტკივნეულო  და არაინვაზიური,  გვერდითი მოვლენების გარეშე, შედეგი დგება პირველივე  ვიზიტის შემდეგ , პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ, პაციენტი უმალ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.