ლაზერული თერაპია

 

 

ბოლო თაობის ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის
ლაზერი მხოლოდ ჩვენს ცენტრში.

სწრაფი პროცედურა
უმტკივნეულო პროცესი და ხანგრძლივი ინტერვალი.

Lumenis Splendor X
ინოვაციური გაგრილების სისტემა გამორიცხავს კანის დამწვრობას.

 

 

 

 

 

ინოვაციური ლაზერული აპარატი Lumenis Splendor X აერთიანებს 2 ტიპის სხივს - ალექსანდრიტსა და NY Yag ლაზერს.

ალექსანდრიტის ლაზერით მოქმედებისას, თმის ღერზე გენერირებული სინათლის სხივი შთაინთქმება პიგმენტ მელანინის მიერ, რომელიც თმის ღერის შემადგენლობაშია და შლის მას.
ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის შემთხვევაში, თმა მომენტალურად იშლება, ხოლო კანი თითქმის არ ხურდება.

ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, ბოლო თაობის ლაზერის აპარატად ითვლება ნეოდიმური ლაზერი. ნეოდიმური ლაზერი არ წარმოადგენს ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერის კონკურენტს. ალექსანდრიტის ლაზერი გამოიყენება ღია ფერის კანზე და მუქი ფერის თმაზე. ნეოდიმური ლაზერი კი გამოიყენება გარუჯულ და მუქი ფერის კანზე, ასევე ქერა და უპიგმენტო თმაზე, როდესაც ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერები უკუნაჩვენებია. სხივი მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ კაპილარზე და იწვევს მის დახურვას, თმის ძირი კვდება და სცილდება კანს.

ნეოდიმური ლაზერი განსაკუთრებით ეფექტურია მუქი (კავკასიური ტიპის კანის), ასევე გარუჯული კანის შემთხვევაში ერთი მთავარი უპირატესობის გამო: იგი არ მოქმედებს მელანინზე და არ იწვევს დამწვრობას.

Lumenis Splendor X არ საჭიროებს სხვადასხვა ტიპის ლაზერის შერჩევას. ერთდროულად გამოიყენება ორივე ტიპის სხივი, რაც უნიკალურად მუშაობს შერეული ტიპის თმის ღერზე.
გამოირჩევა ინოვაციური გაგრილების სისტემით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კანის დამწვრობას.

დაგეგმე ვიზიტი ლაზეროთერაპევტთან: 598 95 33 11

 

 

 

 

მსოფლიოში აღიარებული პირველი

ჰიბრიდული ლაზერის აპარატი Lumenis Splendor X