კოსმეტოლოგია
 

სახისა და სხეულის კოსმეტოლოგიური პროცედურები მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციებით.
სახისა და ტანის ესთეტიკური მოვლის უახლესი მეთოდები.
ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური კოსმეტოლოგიური აპარატურის და მაღალი კლასის პროდუქციის კომბინაციით გთავაზობთ მრავალფეროვან პროცედურებს.

 

 

 

 

 

ბიორევიტალიზაცია

 

 

 

ბიორევიტალიზაცია მეზოთერაპიის სახეობაა.

პროცედურის დროს, მოქმედი ნივთიერების სახით, რომელიც შეგვყავს კანის ღრმა(დერმალურ) შრეში, გამოიყენება ჰიალურონის მჟავა. ჰიალურონის მჟავა კანის უმთავრესი სტრუქტურული ერთეულია. იგი მონაწილეობას იღებს კანქვეშა ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას.

30 წლის ასაკიდან ჰიალურონის მჟავის რაოდენობის შემცირების გამო, კანზე საგრძნობლად იმატებს ნაოჭების რაოდენობა. ასევე, კანი ხდება უფრო მგრძნობიარე გარეგანი ფაქტორების მიმართ. ბიორევიტალიზაცია კი გვეხმარება კანის დაბერების ყველა ნიშანთან ბრძოლაში. ასევე, მონაწილეობს კანის სიგლუვისა და მისი ყველა შრის სიმკვრივის აღდგენაში.
ეს პროცედურა წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს. პროცედურის დაწყებამდე, ექიმი-კოსმეტოლოგი აფასებს პაციენტის კანის ტიპს, გამორიცხავს უკუჩვენებების არსებობას და პაციენტთან ერთად
განსაზღვრავს სასურველ შედეგს.

როგორც წესი, კანის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საკმარისია ყოველწლიურად 1-2 კურსის ჩატარება, რომელიც შედგება 3-4 პროცედურისგან.

პროცედურის ჩატარებიდან 10 დღის განმავლობაში, რეკომენდირებული არ არის აუზზე, აბანოსა და საუნაში სიარული და რუჯის მიღება.

 
 

 

 

 

მეზოთერაპია

 

 

მეზოთერაპია ფართოდ გამოიყენება სახისა და ტანის კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომების აღმოსაფხვრელად და ესთეტიკური მედიცინის კუთხით სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად.

მეზოთერაპიის ჩატარების ჩვენებები:

  • სახის კანის გაახალგაზრდავება, ფერის გაუმჯობესება, ელასტიურობისა და სიმკვრივის მინიჭება;
  • ნაოჭების გაქრობა და ლიფტინგი;
  • ღაბაბის მოცილება;
  • თვალების გარშემო მუქი რგოლების გაუფერულება;
  • კანის პიგმენტაციის შემცირება;
  • კაპილარების მოცილება;
  • ფერიმჭამელებისგან განკურნება, ფორების შევიწროება;
  • შრამებისგან განკურნება (ატროფიული, ჰიპერტროფიული, კელოიდური, ფერიმჭამელების შემდგომ წარმოქმნილი);
  • სტრიების მოცილება;
  • ალოპეციისგან (გამელოტება) განკურნება.

ტანის მეზოთერაპია

გამოიყენება ცელულიტების, არასასურველი ცხიმოვანი ჩალაგების მოსაშორებლად. აუმჯობესებს კონტურული პლასტიკის ეფექტს და სხვა კოსმეტოლოგიურ და ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს.

მეზოთერაპიის მთლიანი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8-10 კვირას (კვირაში 1 პროცედურა). იმისათვის, რომ პროცედურის შედეგი შენარჩუნდეს, სასურველია წელიწადში 2 კურსის ჩატარება.

 

 

 

 

პლაზმალიფტინგი

 

 

 

პლაზმალიფტინგი - პროცედურა, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტებით მდიდარი სისხლის პლაზმის შეყვანა პრობლემურ ზონებში.

პლაზმალიფტინგი სამკურნალო-გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება საკუთარი სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა. მისი მაღალი კონცენტრაცია ინტენსიურად აღადგენს ქსოვილებს.

  • სტიმულს აძლევს კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც კანში მყარი კარკასის სახით ფორმირდება;
  • ებრძვის სიბერის ნიშნებს და ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას; 
  • აღადგენს კანის ელასტიურობას, ტენიანობას და აუმჯობესებს ფერს;
  • ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად, ამაგრებს თმის ფოლიკულს და აქტიურდება თმის ზრდის ფაზა.
  • საუკეთესო საშუალებაა ალოპეციასთან (თმის ცვენასთან) საბრძოლველად. 

შედეგის მისაღწევად საჭიროა 3-6 პროცედურა, 10 დღიანი შუალედით. შედეგი ნარჩუნდება 1,5-2 წელი.

მეთოდი სრულიად გამორიცხავს შემდგომი გართულებების ალბათობას.

პროცედურა არ არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, სისხლისა და კანის ონკოლოგიური დაავადებების და ჰეპატიტების დროს. 

 

 

 

 

ტუჩის კორექცია

 

 

 

ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკურ ცენტრში თქვენ შეგიძლიათ:

  • ტუჩის ფორმის კორექცია და მოცულობის გაზრდა;
  • არსებული ასიმეტრიის მოშორება კონტურის მოდელირების საშუალებით.

პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. 

პროცედურა ტარდება უმაღლესი ხარისხის, მხოლოდ ნატურალური პროდუქციით!

 

 

 

 

ცხვირის კორექცია ფილერით

 

 

 

ცხვირის კორექცია ქირურგიული ჩარევის გარეშე:

  • პროცედურის დროს გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ჰიალურონის გელი;
  • პროცედურა ტარდება ლოკალური (ანესთეზიური კრემი) ანესთეზიით;
  • პროცედურის ხანგრძლივობა: 20-30 წთ;
  • პროცედურა ტარდება იტალიური „Overage“-ის პრეპარატით;
  • გამორიცხულია შეყვანილი გელის მიგრაცია (გადაადგილება);
  • შედეგის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია - 6 თვიდან 12 თვემდე;
  • პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.