რინოპლასტიკა
 

რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ფორმის შეცვლა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაციაა. 

  • პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ;
  • თაბაშირის ნახვევი საჭიროა 14 დღის განმავლობაში მუდმივად (თაბაშირი იცვლება სამჯერ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში);
  • ტამპონების ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა;
  • სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ.
  • 1 თვის განმავლობაში შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა;


​​ოპერაციის ჩვენებები:

  • არაესთეტიურობასთან ერთად გამოხატული ცხვირის ძგიდის გამრუდება;
  • ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია;
  • პოლიპოზი და ადენოიდებით გამოწვეული ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევა.
 

 

 

 

რეაბილიტაციის ხანმოკლე
პერიოდი

 

 

 

 

 

პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე, ექიმის პროფესიასთან ერთად, მხატვარი და პროფესიონალი მოქანდაკეა, რაც მას ძალიან ეხმარება საკუთარი საქმიანობის პროფესიონალურად განხორციელებაში. იგი წინასწარ უხატავს პაციენტს ცხვირის მომავალ ფორმას, სახის პროპორციებისა და ნაკვთების ფორმის გათვალისწინებით. ეს პროცედურა პაციენტს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი (სახის პროპორციების შესაბამისი) ფორმა და თავად ქირურგსაც ეხმარება მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაში.