ოტოპლასტიკა

ოტოპლასტიკა პლასტიკური ქირურგიის ნაწილია, რომელიც ყურის ფორმის შეცვლასა და მის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. იგი სმენაზე არ ახდენს გავლენას.
მისი მეშვეობით შესაძლებელია ყურის ნიჟარის ზომების, ბიბილოს ფორმისა და ზომის შეცვლა. ოტოპლასტიკა ტარდება როგორც ესთეტიკური, ისე რეკონსტრუქციული მიზნით.
პირველ შემთხვევაში იცვლება ყურის გარეგნობა, მეორე შემთხვევის დროს კი აღდგება ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებული ნიჟარა.


როდის ტარდება ოტოპლასტიკა?

ოტოპლასტიკა ყურის ხრტილოვან და რბილ ქსოვილებზე განხორციელებული მანიპულაციაა, რომელსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები. ოპერაცია მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს:

  • არასწორი ფორმის ყურის ნიჟარები;
  • ასიმეტრიული ყურები;
  • საკმაოდ დიდი ზომის ყურის ნიჟარები და ბიბილოები;
  • გადმოწეული ნიჟარები;
  • ნიჟარა ნაკეცების გარეშე;
  • ყურსა და კეფას შორის კუთხე ზომაზე მეტად გადიდებული;
  • ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ან სრული უქონლობა.
     
 

 

 


გაიარეთ პირველადი
უფასო კონსულტაცია 555 51 08 65