ოვულაციის ინდუქცია და სქესობრივი ცხოვრების დაგეგმვა
ოვულაცია წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლის ფაზას, რომლის დროსაც საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი თავისუფლდება. ოვულაცია, ანუ საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსვლა, არის პროცესი, რომელიც კონტროლდება რთული ენდოკრინოლოგიური მექანიზმებით. მასში მონაწილეობას იღებს ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და საკვერცხეები. როგორც წესი, ოვულატორული ციკლი (მენსტრუალური ციკლი) ვარირებს 24-35 წლამდე.
ანოვულატორული ციკლები შეიძლება იყოს უფრო გრძელიც და უფრო მოკლეც. ქალებს, რომლებსაც აქვთ ანოვულაცია, ხშირად აღენიშნებათ ოლიგომენორეაც, ანუ 6-ზე ნაკლები სპონტანური მენსტრუაცია ერთ წლის განმავლობაში. ოვულაციის გამოწვევა არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს უქმნის ფოლიკულს ოვულაციისთვის. პირველ რიგში უნდა შეფასდეს ქალის ჰორმონული მდგომარეობა: თირეოტროპული ჰორმონი (TSH), პროლაქტინი (PRL), დიჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი (DHEA-S), გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, ინსულინი. ასევე მნიშვნელოვანია ენდომეტრიუმის სისქის შეფასება (შესაძლო ჰიპერპლაზიის გამოსარიცხად) და ჰისტეროსალპინგოგრამა.
მამაკაცებში ტარდება სპერმის ანალიზი. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა, ქალმა და მამაკაცმა ერთობლივად განსაზღვრონ, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და რა შუალედით. ოჯახის დასაგეგმად წყვილი ირჩევს კონტრაცეფციის, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებებს. ქალის უნარი, დაგეგმოს სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოს არასასურველი, დადებით გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ოჯახის დაგეგმვა ხელს უწყობს ჰარმონიული და ჯანმრთელი ოჯახების არსებობას.