კოსმეტოლოგია
 

სახისა და სხეულის კოსმეტოლოგიური პროცედურები მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციებით. პრემიუმ კლასის ბრენდების პროცედურების მთელი სპექტრი ექსკლუზიურად ჩაჩავას კლინიკაში.  სახის და ტანის ესთეტიკური მოვლის უახლესი მეთოდები. ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური კოსმეტოლოგიური აპარატურის და მხოლოდ მაღალი კლასის პროდუქციის კომბინაციით გთავაზობთ მრავალფეროვან პროცედურებს

სახისა და სხეულის მოვლის უახლესი სამედიცინო მეთოდები

სპეციალური პროგრამა ორსულთათვის !

 


 

 

 

 

 

 

 

ბიორევიტალიზაცია

 

 

 

 

ბიორევიტალიზაცია მეზოთერაპიის სახეობაა, სადაც მოქმედი ნივთიერების სახით, რომელიც შეგვყავს კანის ღრმა- დერმალურ შრეში, გამოიყენება ჰიალურონის მჟავა. ჰიალურონის მჟავა კანის უმთავრესი სტრუქტურული ერთეულია. ის მონაწილეობას იღებს კანქვეშა ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, ასევე, უზრუნველყოფს კანის დატენიანებას.  30 წლის ასაკიდან ჰიალურონის მჟავის რაოდენობის შემცირების გამო, კანზე საგრძნობლად იმატებს ნაოჭების რაოდენობა და ის უფრო მგრძნობიარე ხდება გარეგანი ფაქტორების მიმართ. 

ბიორევიტალიზაცია გვეხმარება კანის დაბერების ყველა ნიშანთან ბრძოლაში. ასევე, მონაწილეობს კანის სიგლუვისა და მისი ყველა შრის სიმკვრივის აღდგენაში. 

ეს პროცედურა წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, პროცედურის დაწყებამდე ექიმი- კოსმეტოლოგი შეაფასებს პაციენტის კანის ტიპს, გამორიცხავს უკუჩვენებების არსებობას და პაციენტთან ერთად განსაზღვრავს სასურველ შედეგს.

როგორც წესი, კანის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საკმარისია ყოველწლიურად ჩატარდეს  ბიორევიტალიზაციის 1-2 კურსი, რომელიც შედგება 3-4 პროცედურისგან.

პროცედურის ჩატარების შემდეგ, 10 დღის მანძილზე  რეკომენდირებული არ არის  აუზზე, აბანოსა და საუნაში სიარული. ამ დროის მანძილზე უარი უნდა თქვათ რუჯის მიღებაზე.

 
 

 

 

 

 

 

 

მეზოთერაპია

 

 

 

 

მეზოთერაპია ფართოდ გამოიყენება სახისა და ტანის კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, ასევე, ესთეტიკური მედიცინის კუთხით სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში.

მეზოთერაპიის ჩატარების ჩვენებები:

  • კანის გაახალგაზრდავება, სახის კანის ფერის გაუმჯობესება, მისთვის ელასტიურობისა და სიმკვრივის მინიჭება.
  • ნაოჭების გაქრობა და ლიფტინგი 
  • ღაბაბის მოცილება
  • თვალების გარშემო მუქი რგოლების გაუფერულება. 
  • კანის პიგმენტაციის შემცირება. 
  • კაპილარების მოცილება. 
  • ფერიმჭამელისგან განკურნება, ფორების შევიწროება.
  • შრამებისგან განკურნება (ატროფიული, ჰიპერტროფიული, კელოიდური, ფერიმჭამელების შემდგომ წარმოქმნილი). 
  • სტრიების მოცილება.  
  • ალოპეციისგან (გამელოტება) განკურნება.

 

ტანის მეზოთერაპია

გამოიყენება ცელულიტების, არასასურველი ცხიმოვანი ჩალაგების მოსაშორებლად. აუმჯობესებს კონტურული პლასტიკის ეფექტს და სხვა კოსმეტოლოგიურ და ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს.

მეზოთერაპიის მთლიანი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8-10 კვირას (კვირაში 1 პროცედურა იგულისხმება). იმისათვის, რომ პროცედურის შედეგი შენარჩუნდეს, სასურველია წელიწადში ორი კურსის ჩატარება

 


 

 

 

 

 

პლაზმალიფტინგი

 

 

 



პლაზმალიფტინგი ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტებით მდიდარი სისხლის პლაზმის შეყვანა პრობლემურ ზონებში.

პლაზმალიფტინგი სამკურნალო-გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება საკუთარი სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა. მისი მაღალი კონცენტრაცია ინტენსიურად აღადგენს ქსოვილებს.

  • სტიმულს აძლევს კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც კანში მყარი კარკასის სახით ფორმირდება;
  • ებრძვის სიბერის ნიშნებს და ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას; 
  • აღადგენს კანის ელასტიურობას, ტენიანობას, აუმჯობესებს ფერს;
  • ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად, იგი ამაგრებს თმის ფოლიკულს, აქტიურდება თმის ზრდის ფაზა. პლაზმოლიფტინგი საუკეთესო საშუალებაა ალოპეციასთან(თმის ცვენასთან) საბრძოლველად.

შედეგის მისაღწევად საჭიროა 3-6 პროცედურა 10 დღიანი შუალედით. შედეგი ნარჩუნდება 1,5-2 წელი

მეთოდი სრულიად გამორიცხავს შემდგომი გართულებების ალბათობას!

პროცედურა არი არის რეკომენდირებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, სისხლისა და კანის, ონკოლოგიური დაავადებების და ჰეპატიტების დროს. 

 

 
 

 

 
 

 

 

ტუჩის კორექცია

 

 


 

ტუჩის კორექცია, ტუჩ ცხვირის ნაოჭის კორექცია

ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკურ ცენტრში თქვენ შეგიძლიათ ტუჩის ფორმის კორექცია და მოცულობის გაზრდა, ასევე არსებული ასიმეტრიის მოშორება კონტურის მოდელირების საშუალებით. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

პროცედურა ტარდება უმაღლესი ხარისხის, მხოლოდ ნატურალური პროდუქციით!

 

 

 

 


 

 

 

 

 

ცხვირის კორექცია ფილერით