ინსემინაცია


საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად, შეყვანას. ეს მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა უშვილობის მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია,  ის უმეტესწილად გამოიყენება უშვილობის გამომწვევი ისეთი ფაქტორების შემთხვევებში, როგორებიცაა:

  •  სპერმის დაბალი აქტივობა – სპერმაში შემცირებულია მოძრავი და ნორმალური  მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა. 
  •  რეტროგრადული ეაკულაცია.  
  •  ქალის ან მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
  • ცერვიკალური ფაქტორები (როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის თვისებების ცვლილების გამო არ ხდება სპერმატოზოიდების გატარება)
  •  სხვა აუხსნელი ფაქტორები

 

ინსემინაციის ჩასატარებლად ქალის მხრიდან აუცილებელ პირობას წარმოადგენს:

  • მილების გამტარუნარიანობა
  • ოვულატორული მენსტრუალური ციკლის არსებობა. 

 

ინსემინაცია ტარდება, როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციის ფონზე, რისთვისაც ძირითადად იყენებენ კლომიფენ ციტრატს (საკვერცხის მასტიმულირებელი პრეპარატი). საკვერცხის სტიმულაცია ზრდის ორსულობის დადგომის შანსს.

  

საკვერცხეების კონტროლირებული ჰიპერსტიმულაციის დროს , ციკლის მეორე - მესამე დღიდან იწყება ქალის საკვერცხის მომზადება ოვულაციის პროცესისათვის.  ულტრაბგერითი მონიტორინგის მეშვეობით შეფასდება ფოლიკულების სიმწიფე, ოვულაცია ხელოვნურად აღიძვრება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციით და განისაზღვრება ინსემინაციისათვის სასურველი დრო. ოვულაციის პერიოდში, მეუღლის ან დონორის, სპეციალურად დამუშავებული სპერმა (სპერმის დამუშავება ხდება საუკეთესო ხარისხის ე.წ. მედიუმებით,რაც წარმოადგენს გარანტიას სპერმის ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებისა), მცირე ზომის კათეტერის საშუალებით  თავსდება საშვილოსნოს ღრუში, რითაც მცირდება სპერმის მიერ კვერცხუჯრედამდე  გასავლელი მანძილი, გადალახულია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ბარიერი და იზრდება განაყოფიერების შანსი. პროცედურის დამთავრებიდან ერთ საათში პაციენტი უბრუნდება ჩვეულ