მშობელთა სკოლა
იმისათვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყანას ჯანმრთელი და განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია ორსულმა და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ „ჯადოსნური“ ცხრა თვის შესახებ.
ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლა - ადგილი, სადაც მოუხარიათ მომავალ დედებს და არა მხოლოდ მათ! მშობელთა სკოლაში სიამოვნებით გვსტუმრობენ მომავალი მამებიც.
სპეციალური სემინარები და ორსულთა ფიზიკური ვარჯიშები, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად მოგამზადებთ მშობიარობისთვის, რათა ეს პროცესი თქვენთვის საგრძნობლად იოლი გახდეს.
მშობელთა სკოლა მოგამზადებთ
თქვენს პატარასთან შესახვედრად
მშობელთა სკოლის კურსზე განვიხილავთ თემებს:
- ორსულობის მიმდინარეობა, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
- ახალშობილის მოვლა, უახლესი რეკომენდაციები;
- პირველადი დახმარება სახლის პირობებში;
- ძუძუთი კვების მთავარი პრინციპები;
- მშობიარობის გაუტკივარების მეთოდები;
- სუნთქვითი ვარჯიშები.
კურსი 10 სემინარისგან შედგება, სემინარები ტარდება კვირაში ორჯერ 19:00 საათზე.
მომავალი მამები კი ამ სემინარებს უფასოდ დაესწრებიან.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ როგორ მოუარონ პატარას. ჩვენი კლინიკის მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. მშობელთა სკოლაში მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ჰიგიენური დამუშავების წესებს, ბუნებრივი (ძუძუთი კვების) მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს. გარდა ამისა, მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი“, დედისა და ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი. აგრეთვე იგებენ იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მომავალი მშობლები მშობელთა სკოლაში ეცნობიან იმ ნიშნებსაც, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის მოვლისა და ზრდა-განვითარების პროცესში.
მშობელთა სკოლაში რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 95 33 11
ან მოგვწერეთ ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდის პირად შეტყობინებაში.
შეხვდით მომზადებული
თქვენს პატარას