გეგმავთ ორსულობას?
ამისთვის სასურველია, წინასწარ მომართოთ კლინიკას. ჩვენი კლინიკის ექიმები გულისხმიერად დაგეხმარებიან ამ საკითხის წარმატებით რეალიზებაში.
ჩასახვამდელი მეთვალყურეობისას კონსულტირებას გაგიწევენ ჩაჩავას კლინიკის პროფესიონალი მეან-გინეკოლოგები.
„ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს რამდენიმე ამოცანის გადაჭრას:
- სასურველი რაოდენობის შვილების ყოლას;
- ორსულობებს შორის ინტერვალების რეგულირებას;
- ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის გათვალისწინებით;
- არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას.
დაგეგმეთ ორსულობა ჯანმრთელი
და ბედნიერი მომავლისთვის!
გასინჯვის პარალელურად თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- ჯანმრთელი ცხოვრების წესი;
- ჯანსაღი კვება, ოპტიმალური წონა;
- რეგულარული ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა;
- თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება.
კონსულტირებისას ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობამდე ჩასატარებელი სკრინინგული ტესტებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.