ვულვო-ვაგინალური ატროფიის მკურნალობა ჟანგბადითა და ჰიალურონის მჟავით
პირველად საქართველოში!მხოლოდ ჩაჩავას კლინიკაში! ვულვო-ვაგინალური ატროფიის მკურნალობა ჟანგბადითა და ჰიალურონის მჟავით Caress Flow მეთოდით! აღნიშნული პროცედურის შესახებ გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, თამთა ჯაფარიძე:
რა არის ვულვო-ვაგინალური ატროფია?
ვულვო-ვაგინალური ატროფია (ვვა) არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ყოველ მეორე ქალს აღენიშნება პოსტმენოპაუზურ პერიოდში. ურეთრო-ვაგინალური ატროფია ასევე ხშირია ახალგაზრდა ქალებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში. სიმპტომები მოიცავს - ვაგინალური სიმშრალეს, გაღიზიანებას, ქავილს, დიზურიასა და დისპარეუნიას. (ვვა) ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი და არასაკმარისად დიაგნოზირებულია. ქალების 63%-მა არ იცის რომ ეს ქრონიკული დაავადებაა.
რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას?
ვულვო-ვაგინალური ატროფიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია. შედეგად ვითარდება ვაგინალური ეპითელიუმის მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევები.
ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავების დარღვევა კი იწვევს:
● ვულვის ლორწოვანის სიმკვრივისა და სისქის შემცირებას
● საშოს მიკრობიოტის ცვლილებას
ამ პრობლემის მკურნალობის რა და რა გზები არსებობს?
• მედიკამენტოზური
• ინვაზიური პროცედრურები:
ლაზერი (აბლაცია) რადიოსიხშირული ჩარევა (გათბობა)
რას გვეტყვით Caress Flowს მკურნალობის მეთოდზე?
- Caress Flow – ორი ბუნებრივი ელემენტის სინერგიაა.
- Caress Flow არის სამეცნიერო მიღწევა, რომელიც ოთხწლიანი კვლევის შემდეგია.
- მოლეკულური ჟანგბადი ააქტიურებს მიკროცირკულაციას,ხელს უწყობს ნეოანგიოგენეზს,ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციას,ასტიმულირებს უჯრედთა ცვლას, შედეგად უმჯობესდება ქსოვილთა ელასტიურობა.
- ჰიალურონის მჟავა უზრუნველჰყოფს მაღალ დატენიანებას რაც ქსოვილს ეხმარება შეინარჩუნოს ელასტიურობა და ტურგორი.
- ჟანგბადისა და დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის კომბინაციის გამოყენება საგრძნობლად ამცირებს ვაგინალურ სიმშრალეს, ასტიმულიტებს ქსოვილების დატენიანებასა და სიმტკიცეს.
პროცედურის ხანგრძლივობა არის 15 წუთი. პირველი 10 წუთის განმავლობაში ხდება ჟანგბადის მიწოდება Caress Flow-სა და ერთჯერადი კანულების გამოყენებით. მომდევნო 5 წუთში ხდება ჟანგბადისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაციის მიწოდება.
რა უპირატესოსბები აქვს აღნიშნულ მეთოდს პაციენტისთვის?
პროცედურა არის უმტკივნეულო და არაინვაზიური, გვერდითი მოვლენების გარეშე, შედეგი დგება პირველივე ვიზიტის შემდეგ , პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ, პაციენტი უმალ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.