1977-1983 წლები –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალი ფაკულტეტი; 1980-1983 წლები – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების განყოფილება – ქანდაკების სპეციალობით; 1990-1992 წლები – კლინიკური ორდინატურა სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტში, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში; 2006 წელს – სტაჟირება დანიაში იორინგისა და ოჰუსის ჰოსპიტლებში, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში – გრიმერის კერძო ჰოსპიტალში; ასევე, 2011 წელს – ისრაელში ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში. არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციების დელეგატი, მათ შორის მიმდინარე წელს იტალიის ქალაქ ბერგამოს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციისა რინოპლასტიკაში. 2007-2010 წლებში კლინიკა „მედის” პლასტიკური ქირურგია. 2010-2016 წლებში – შპს. „ჯანმრთელობის ცენტრის” პლასტიკური ქირურგი. 2012 წლიდან კლინიკა „გიდმედიის” პლასტიკური ქირურგია, 2016 წლიდან კი კლინიკა – „ესთეტიკ სერვისიის” პლასტიკური ქირურგი.
სერვისები:
მამოპლასტიკა
მამოპლასტიკის მიზანია, სილიკონის იმპლანტების მეშვეობით მკერდის ზომაში მომატება, ფორმის შეცვლა, ასიმეტრიის კორექცია და აწევა.
მკერდის გადიდება და აწევა იმპლანტაციით - დღესდღეობით ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. ოპერაციამდე შესაძლებელია შედეგის ზუსტი განსაზღვრა, რაც დიდი კომფორტია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის. ზოგადად, იმპლანტი აბსოლუტურად შეთავსებადია ორგანიზმთან და უძლებს 800-900 კგ დატვირთვას. თუ ოპერაციას აკეთებს გამოცდილი ქირურგი, მინიმუმამდე არის დაყვანილი პოსტოპერაციული გართულებების რისკი.
ოტოპლასტიკა
ოტოპლასტიკა პლასტიკური ქირურგიის ნაწილია, რომელიც ყურის ფორმის შეცვლასა და მის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. იგი სმენაზე არ ახდენს გავლენას.
მისი მეშვეობით შესაძლებელია ყურის ნიჟარის ზომების, ბიბილოს ფორმისა და ზომის შეცვლა. ოტოპლასტიკა ტარდება როგორც ესთეტიკური, ისე რეკონსტრუქციული მიზნით.
პირველ შემთხვევაში იცვლება ყურის გარეგნობა, მეორე შემთხვევის დროს კი აღდგება ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებული ნიჟარა.
რინოპლასტიკა
რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ფორმის შეცვლა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაციაა.
- პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ;
- თაბაშირის ნახვევი საჭიროა 14 დღის განმავლობაში მუდმივად (თაბაშირი იცვლება სამჯერ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში);
- ტამპონების ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა;
- სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ.
- 1 თვის განმავლობაში შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
გაიარეთ პირველადი
უფასო კონსულტაცია 555 51 08 65
პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე, ექიმის პროფესიასთან ერთად, მხატვარი და პროფესიონალი მოქანდაკეა, რაც მას ძალიან ეხმარება საკუთარი საქმიანობის პროფესიონალურად განხორციელებაში. იგი წინასწარ უხატავს პაციენტს ცხვირის მომავალ ფორმას, სახის პროპორციებისა და ნაკვთების ფორმის გათვალისწინებით. ეს პროცედურა პაციენტს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი (სახის პროპორციების შესაბამისი) ფორმა და თავად ქირურგსაც ეხმარება მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაში.