ორსულობა და მშობიარობა

 

 

საუკუნოვანი გამოცდილება

1875 წლიდან დღემდე ჩაჩავას კლინიკაში 500 000 ზე მეტი ახალშობილი დაიბადა. ოჯახზე ორიენტირებული გარემო, სადაც ყოველი დღე დღესასწაულია!

უსაფრთხოება

გარანტირებული უსაფრთხოება როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის. ადგილი, სადაც თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია.

კომფორტული გარემო

ოჯახზე ორიენტირებული, კომფორტული გარემო და თანამედროვე ტექნოლოგიები. ადგილი, სადაც ყველა მომავალი დედა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

 


1875 წლიდან ჩვენს კლინიკაში 500 000 ზე მეტი ახალი სიცოცხლე დაიბადა

 

ჩვენი კლინიკის ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში მოწყობილი ინფრასრტუქტურა მთლიანად ოჯახზეა ორიენტირებული. ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკი აღჭურვილია უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურით, რითაც კონტროლდება დედისა და ნაყოფის, ასევე ახალშობილის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია

ბლოკები უზრუნველყოფილია სამედიცინო გაზებით, ახალშობილისა და დედის პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ულტრათანამედროვე აპარატებით. ასეთია დრეგერის ფირმის ახალშობილის სარეანიმაციო მაგიდა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში ახალშობილს გაეწიოს დროული სამედიცინო დახმარებაინდივიდუალური ბლოკები აღჭურვილია უახლესი, ერთჯერადი სამედიცინო მასალებით, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი, როგორც ინფექციური ასევე სხვა გართულებების რისკი.
განსაკუთრებული სითბო, ზრუნვა, ყურადღება, როგორც პერსონალის, ისე მშობიარის უახლოესი ადამიანების მხრიდან უზრუნველყოფს მშობიარობის ფსიქო-ემოციურ წონასწორობას. ყოველივე ეს სწორ სამედიცინო დახმარებასთან ერთად არის გარანტი იმისა, რომ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ნამდვილ დღესასწაულად იქცეს!

 

 
 

დაათვალიერეთ ინდივიდუალური
სამშობიარო ბლოკი
 
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

შეარჩიეთ თქვენი
პალატა
 
 
 
 
 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა


 

 

ვიდეო გალერეა