ლაპაროსკოპია

ლაპარასკოპიას  მარტივ ენაზე უსისხლო ოპერაციას უწოდებენ. ლაპაროსკოპია უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება.  ოპერაცია დიდი განაკვეთის გარეშე, სპეციალური აპარატის, ლაპაროსკოპის საშუალებით კეთდება და შესაძლებელია დიაგნოზის ზუსტად დასმა და მისი მიზნობრივი მკურნალობა. ამ გზით შესაძლებელია საკვერცხის კისტების, საშვილოსნოს კვანძების და კვერცხსავალ მილებზე არსებული პრობლემების მკურნალობა.

ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამდე, ენდომეტრიოზის დიაგნოზი არ ისმებოდა. სწორედ ლაპარასკოპის საშუალებით იქნა ნანახი ენდომეტრიოზული უბნები და სრულფასოვნად შესწავლილი. განსაკუთრებით დიდია მისი როლი უსიმპტომოდ მიმდინარე ენდომეტრიოზის დადგენაში, რომლის გამოვლენაც მხოლოდ ლაპარასკოპიის საშუალებით არის შესაძლებელი.